- ცენტრალური გათბობის ქვაბის გაშვება/მონტაჟი - 120 ლარი.
- თითო წერტილი (რადიატორები და ა.შ. ) - 60 ლარი
- კონდიციონერი 9000 BTU და 12000 BTU - 150 ლარი (სტანდარტული მონტაჟი)
- კონდიციონერი 18000 BTU და 24000 BTU - 180 ლარი (სტანდარტული მონტაჟი)
კითხვა-პასუხი
70-დან 100-კვადრატამდე ბინისთვის ცენტრალური გათბობის დაყენება მასალისა და ხელობის გათვალისწინებით ჯდება საშუალოდ 3500 - 5000-მდე. (ეს არის მხოლოდ საორიენტაციო ღირებულება, ზუსტი დათვლისთვის შეგვიძლია გამოგიგზავნოთ საპროექტო ჯგუფი, რომელიც თქვენი ბინის აზომვისა და თბოდანაკარგის გამოთვლის შემდეგ დაგიზუსტებთ თანხას).
ქვაბის სიმძლავრის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: 10 მ2–ზე ანგარიშობენ 1კვტ სიმძლავრეს. მაგალითისთვის: 80 კვ.მ ბინას, ჭერის სიმაღლით 2,7 - 3 მ დასჭირდება გათბობის ქვაბი მინიმუმ 8 კვტ სიმძლავრით (კილოვატობის გამოთვლა დამოკიდებულია სახლის თბოდანაკარგების რაოდენობაზე).
გამოხატეთ თქვენი სურვილი «ქებული კლიმატის» ცხელ ხაზზე: 202 22 22, ჩვენ თქვენთვის მოსახერხებელ დროს გამოგიგზავნით სპეციალისტს, რომელიც თქვენი ბინის აზომვისა და თბოდანაკარგის გამოთვლის შემდეგ საპროექტო ჯგუფი დაითვლის თუ რა დაგიჯდებათ ცენტრალური გათბობის დაყენება. ამის შემდეგ დავიწყებთ მონტაჟს, რომელსაც დაახლოებით 1 - 3 დღე სჭირდება (დამოკიდებულია ჩასატარებელი სამუშაოების სირთულეზე).
რეალიზაციაში გვაქვს, როგორც პანელური ასევე ალუმინის სექციური რადიატორები იტალიური და ჩინური წარმოების.
სექციური რადიატორების ფასი 23 ლარიდან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს, გამომდინარე მოდელისა და სიმაღლის მიხედვით.
ალუმინის სექციური რადიატორები:
- იტალიური: Sirragroup - ALI Queen, ALI Princess Rubino
- ესპანური: PROTEO, EUROPA, XIAN
- ჩინური: Taiga
ფოლადის პანელური რადიატორები:
- თურქული: MASTAS
- თურქული: Solaris
საშუალოდ 600*1000 მმ ზომის პანელური რადიატორი ათბობს 17 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით. ასევე 1 სექცია 600 მმ -იანი ალუმინის რადიატორი ათბობს 1.5 კვადრატამდე საცხოვრებელ ფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით.
BOSCH თერმოტექნიკის მოწყობილობებს შორის მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნადობით და პოპულარობით სარგებლობს მარტივი ფუნქციონალური კონსტრუქციის და ალის თბოგადაცემის პრინციპის შესაბამისად წოდებული, კონვექციური ტიპის ქვაბები. კონვექციური მოწყობილობების ეფექტურობის თეორიული მაქსიმუმი, ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებში მუშაობისას შეადგენს 92-93% -ს.(თეორიულადაც გარდაუვალია გარკვეული რაოდენობის სითბოს კარგვა ნამწვი აირების გატყორცნისას). კონვექციური ტიპის მოდელებში რეალურ პრაქტიკაზე რეალიზებულია-მიღწეულია ეფექტურობის 90-91% მაჩვენებელი.
საკონდენსაციო კედლის ქვაბების ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებზე ტესტირებისას, სანთურის მიერ გენერირებული სითბოს სასარგებლო ათვისების ეფექტურობის მაჩვენებელმა შეადგინა 98%. მიღწეული ეფექრურობის მაჩვენებელი აღემატება ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების თეორიულ მაქსიმუმს, გამომდინარე იქიდან რომ ახალი თაობის მოწყობილობაში ახალი ტიპის ფუნქციონალური კონსტრუქსიის წვის კამერაში ხორციელდება წვის შედეგის-ნამწვის მაქსიმალურად გაგრილება, მასში არსებული ორთქლების კონდენსაციის ტემპერატურამდე. შედეგად ათვისებული სასარგებლო სითბო შეადგენს კონვექციური და კონდენსაციისას გამოყოფილი სითბოს ჯამს-98%, ხოლო გაგრილებული ნამწვის სახით გატყორცნილი თბოდანაკარგი შეადგენს მიზერულ- 2%. ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების მიმართებაში-შედარებისთვის, საკონდენსაციო მოწყობილობის ეფექტურობის მაჩვენებელი სამართლიანად შეიძლება შეფასდეს როგორც 110% ეფექტურობა.
დიახ, გვაქვს.
გთავაზობთ 0%-იან განვადებას თი-ბი-სი ბანკში, საქართველოს ბანკში, მისო კრისტალსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოში. პროკრედიტ ბანკში - ეკო სესხი. ჩვენი მაღაზიათა ქსელის თითქმის ყველა ფილიალში გვყავს თი-ბი-სი ბანკის წარმომადგენელი.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 0 %-იანი განვადებით ჩვენს პარტნიორ ბანკებში: თი ბი სი, საქართველოს ბანკი, კრისტალი და კრედო. პროკრედიტ ბანკში - ეკო სესხი.
კომპანია «ქებული კლიმატის» ნებისმიერ ფილიალში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თი ბი სი ბანკის განვადებით ადგილზე, ბანკში წაუსვლელად.
გვთავაზობთ 0%-იან განვადებას თანამონაწილეობის გარეშე.
განვადების გაცემის საკომისიო შეადგენს :
3-12 თვე - 4,9%
13-18 თვე - 9,5%
19-24 თვე - 14,5%
განვადების გაცემის საკომისიოს მომხმარებელი იხდის წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებისას. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საკომისიოს გადანაწილებაც.
0 % განვადება.
განვადების ვადა : 3-24 თვე.
სესხის გაცემის საკომისიო:
პერიოდი (თვე) |
გაცემის საკომისიო % |
საკომისიოს გადახდის პირობა |
3-10 |
4.9% |
წინასწარ |
12-15 |
5.9% |
გადანაწილებით |
18-14 |
12.7% |
გადანაწილებით |
*თანამონაწილეობა ბანკის არაკლიენტებზე განისაზღვრება აუცილებლობის წესით 10 %-ის ოდენობით.
*თანამონაწილეობა ბანკის კლიენტებზე აუცილებელი არ არის.
გთავაზობთ 0%-იან განვადებას
განვადების ვადა: 3-48 თვე.
სესხის გაცემის საკომისიო განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის ტიპის და განვადების თვეების რაოდენობის მიხედვით. მინიმალური საკომისიო შეადგენს 4,9%.
*აუცილებელი პირობა არ არის დადასტურებული შემოსავალი, განაცხადი ივსება, როგორც სოფლის მეურნეობაზე, ასევე პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზეც.
*წინასწარი შენატანი სავალდებულო არ არის.
გთავაზობთ 0 %-იან განვადებას 12 თვის ვადით თანამონაწილეობის გარეშე
განვადების საკომისიოს თანხა დამოკიდებულია განვადების თვეების რაოდენობაზე:
9 თვის ჩათვლით საკომისიო, თანხის 4 %-ია;
9 თვის შემდეგ თვეების მიხედვით საკომისიო იზრდება 1 % -ით; გატანის საკომისიო კლიენტს შეუძლია გადაიხადოს განვადების გატანიდან ერთი თვის შემდეგ;
მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს სეზონური განვადებით
ეკოსესხი
ჩვენს კლიენტებს ეკოსესხით სარგებლობა შეუძლიათ პროკრედიტ ბანკში
„ეკოსესხი“ -სესხი განკუთვნილია მხოლოდ ენერგოეფექტური პროდუქციისთვის. მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს პროკრედიტ ბანკის „ ეკო სესხით“ და შეიძენს «ქებული კლიმატის» ენერგოეფექტურ ნივთს, აღნიშბულ შენეძენზე მიიღებს 5% ფასდაკლებას. ეკოსესხით სარგებლობისას მომხმარებელს არ აქვს საკომისიო გადასახადი!
სხვა ბანკები
ზემოთ ჩამოთვლილი ბანკების გარდა, სხვა ბანკებთან, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტანდარტული სამომხმარებლო სესხებით.
კედლის და დასადგამ ქვაბებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ძირითადი ყურადღება ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპაქტურობა, სიმძლავრე, მასა, ეკონომომიურობა, ფასი.
დასადგამი ქვაბის გამოყენება რეკომენდირებულია დიდ საცხოვრებელ ფართში, დიდი ზომის კოტეჯებში, აგრეთვე დიდი ფართის საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში. კედლის ქვაბის გამოყენება რეკომენდირებულია ქალაქური ტიპის, მცირე, საშუალო და დიდი საცხოვრებელი ფართების, ოფისების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა შენობა ნაგებობებისათვის.
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგანაც ბუნებრივი აირის წვა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის განმსაზღრელია: კედლების და ფანჯრების თბოიზოლაციის ხარისხი, ცხელი წყლის მოხმარების რეჟიმი, გათბობის სისტემის დაპროექტების და შესრულების ხარისხი, დანადგარების ეფექტურობის დონი.
იდეალური პირობებში, ზამთრის პერიოდში 1 კვ.მ–ზე დაახლოებით 1.25 ლარი უნდა ირიცხებოდეს, თუმცაღა ეს მაჩვენებელი ძალიან ინდივიდუალურია და ხშირად მერყეობს.
გათბობაზე, რომ ამუშაოთ მზის კოლექტორი მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როცა გაქვთ წყლის დიდი ხარჯი, მაგ. აუზი. მცირე რაოდენობის ცხელი წყლის მისაღებად სასურველია გამოიყენოთ კოლექტორი (მზის წყალგამაცხელებლები), რადგან მცირე წარმადობისას თვითღირებულების დანაზოგის ამოგებას დიდი დრო სჭირდება. მზის წყალგამაცხელებლები გვაქვს 175 ლიტრიდან 390 ლიტრამდე (მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად). მზის წყალგამაცხელებლის ფასები : 1299 ლარიდან 4500 ლარამდე.