საწყობშია

ჩილერი წარმოადგენს დანადგარს, რომელიც სითბოს აშორებს სითხისაგან, ორთქლის კომპრესირების ან შემწოვი გაგრილების ციკლის მეშვეობით. აღნიშნულის შემდგომ, ეს სითხე შეიძლება ცირკულირებული იქნეს სითბოს გამცვლელის მეშვეობით აღჭურვილობის გაგრილების ან სხვა პროცესის სტრიმის (მაგალითად, ჰაერის ან წყლის პროცესის) მიზნით. აუცილებელი შუალედური პროდუქტის სახით, გაგრილება ქმნის ნარჩენ სითბოს, რომელიც გაწოვილი უნდა იქნეს გარემოში ან უფრო მეტი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება გადამუშავებული იქნეს გათბობის მიზნებისათვის.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა
მახასიათებლები და უპირატესობები:

  • მაღალეფექტური ნახევრად ჰერმეტული ხრახნიანი კომპრესორი
  • მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ნახევრად ჰერმეტული კომპრესორი შიგნით ჩამოტაჟებული ზეთის გამყოფით გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით. მას შეუძლია 4 ეტაპიანი ან ეტაპების გარეშე სიმძლავრის კონტროლის განხორციელება. კომპრესორის უნიკალურ, დაქოქვის Y-∆ ტიპის ცხაურში ჩასმულ ძრავას შეუძლია დაქოქვის ბრუნვის 33%-მდე შემცირება და ავტომატურად არის გაგრილებული გამაგრილებელი საშუალების მეშვეობით. მომხმარებელი იღებს მაღალ ეფექტურობას, შედარებით ნაკლები დანახარჯებით.
  • მაღალეფექტური ჰაერის გვერდული სითბოს მცვლელი
  • უნიკალური M-ის ფორმის დიზაინი, შიდა ტალღისებური და დაპატენტებული ხერხის კბილის დიზაინი და ჰიდროფილური ალუმინის ფარფლი უზრუნველყოფს სითბოს ეფექტური გაცვლის გარანტიას, ჰაერის გვერდითა მცვლელსა და გარემოს ჰაერს შორის.
  • ნიჟარისებრი და მილისებრი სითბოს მცვლელი
  • DRY-ს ტიპის ნიჟარისებრი და მილისებრი სითბოს მცვლელი შიდა ტალღისებური სპილენძის მილებით, უზრუნველყოფს გაგრილებისა და გათბობის ეფექტურობის ოპტიმიზაციას. თვითგამწმენდი, მაღალი ინტენსიურობის, ვიბრაციის საწინააღმდეგო დიზაინი და სითბოს საიზოლაციო საფარი მასალა უზრუნველყოფს ნიჟარისებრი და მილისებრი სითბოს მცვლელის შეუფერხებელ, საიმედო, უხმაურო და ეფექტურ მუშაობას.
  • სრული დაცვა
  • დაცვა წყლის უკმარისობისგან, დაცვა მაღალი/დაბალი ვოლტაჟისაგან, ყინვის საწინააღმდეგო დაცვა, დაცვა გადატვირთვისაგან, დაცვა გადახურებისაგან და ზეთის დონის დაცვა უზრუნველყოფს მაღალ საიმედოობასა და სტაბილურობას.
  • ელექტრო კონტროლი
  • სისტემას შეუძლია დისტანციური ოპერაციის განხორციელება. სისტემას შეუძლია წყლის ტემპერატურის, სიმძლავრის სტატუსისა და ექსპლუატაციის დროის მონიტორინგის განხორციელება ფუნქციონირების პროცესში. წყლის ტემპერატურის კონტროლი შესაძლებელია გამავალი წყლის ტემპერატურის მიხედვით. აგრეთვე შესაძლებელია სისტემის „ჭკვიანი“ კონტროლი. სისტემის დისფუნქციის შემთხვევაში, სენსორულ ეკრანზე ავტომატურად გამოჩნდება ხარვეზის კოდი. დანადგარს შეუძლია გრილი წყლის ტემპერატურისა და გაციებული წყლის ტემპერატურის გაერთიანება.


2012 წლიდან კომპანია OAK შედის BOSCH TERMOTEKNIK GMBH-ის შემადგენლობაში. კომპანია გაგრილების და გათბობის დანადგარების, ფანკოილების, ჩილერების, ერთერთი მაღალტექნოლოგიური მწარმოებელია. მისი პროდუქცია წარმოდგენილია როგორც აზიის და აღმოსავლეთის რეგიონებში, ასევე ევროპაში.

პროდუქციის შეკვეთა
საიტიდან პროდუქციის შეკვეთის შემდეგ, ჩვენ დაგიკავშირდებით იმავე სამუშაო დღეს და გაგიწევთ მომსახურებას.  გაიგე მეტი

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება