ვაკანსიები

სტაჟირება
ანაზღაურება გასაუბრების საფუძველზე

კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ქ. ბათუმში, ტექნიკური სერვისის განყოფილებაში.


პროგრამის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

  • გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობას.
  • სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოებას.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • სასურველია პროფესიული ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • მოტივაცია და სურვილი, რომ გახდეთ პროფესიონალი და წარმატებული;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების იოლად ათვისების უნარი.


რას გთავაზობთ?

  • გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობის პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას;
  • სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გარანტირებულ სამუშაო ადგილს; 
  • კომპანიაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას; 
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს. 
  • დასაქმების შემთხვევაში საწყისი ხელფასი 1000 ლარი.


  დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@pragma.ge
  წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება“

  გისურვებთ წარმატებებს!