კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.qebuli-climate.ge

 ვაცხადებთ  ვაკანსიას  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე


პოზიცია ექვემდებარება:

კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:

კომპანიის გაყიდვების ხელშეწყობა



ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება;
  • შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა;
  • მარაგების დაგეგმვა დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციაში;
  • არსებულ მომხმარებლებთან მომსახურების შეთავაზება და მათთან კორპორატიული ურთიერთობის შენარჩუნება;
  • კლიენტთა ბაზის მუდმივი განახლება.




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
    • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ისა და საპრეზენტაციო პროგრამის);
    • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

  სამუშაო პირობები: 
    • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
    • ანაზღაურება: 3500 ლარი + ბონუსი
    • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; “ქებული კლიმატის” სათაო ოფისი, 



სოციალური პაკეტი:  
    • ჯანმრთელობის დაზღვევა
    • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
    • ლანჩით უზრუნველყოფა
    • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
    • კორპორატიული ნომერი
    • პარკინგი


შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად



საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად
გაცნობებ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



დასაქმებულის უფლებები: 
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.