შიდა ლოგისტიკისა და ავტოპარკის მენეჯერი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/company/?
ვაცხადებთ ვაკანსიას შიდა ლოგისტიკისა და ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.
დღეისათვის ქებული კლიმატის ავტოპარკის შემადგენლობაშია 10-მდე მსუბუქი ავტომობილი, 10 მიკროავტობუსი, 2 სატვირთო, 1 ტრაილერი, დამტვირთველები.
პოზიცია ექვემდებარება: |
ორგანიზაციის დირექტორს |
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: |
1 |
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: |
30/10/2024 |
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: |
კომპანიაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგი და ადგილობრივი ლოგისტიკის უზრუნველყოფა |
ფუნქცია-მოვალეობები:
-
-
თბილისის და რეგიონების ლოგისტიკური პროცესების გამართულობის უზრუნველყოფა და ოპტიმიზაცია;
-
-
GPS მონიტორინგის სისტემის კურირება;
-
-
ავტოპარკის გამართულობის უზრუნველყოფა, პერიოდული განახლება;
-
-
ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ცენტრებთან ურთიერთობა;
-
-
სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
-
-
ავტოპარკის ხარჯების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
-
უმაღლესი განათლება;
-
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
-
-
კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
-
-
მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია)
სამუშაო პირობები:
-
-
სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
-
-
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად)
-
-
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
-
-
ჯანმრთელობის დაზღვევა
-
-
ლანჩით უზრუნველყოფა
-
-
Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
-
-
ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
-
-
პარკინგი
დასაქმებულის უფლებები: ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. |
საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის. |
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე |