ინფორმაცია

ქებული კლიმატი მუდმივად გთავაზობთ აქციებსა და ფასდაკლებებს იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია და სერვისი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. კომპანია ზრუნავს მოსახლეობაზე და ცდილობს სასარგებლო რჩევების სახით დაეხმაროს თითოეულ ოჯახს, რომ გათბობა, გაგრილება და დანადგარების მოვლა მათთვის ეკონომიური და პრაქტიკული  გახდეს. 

მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა ჩადებული "კითხვა-პასუხის" კატეგორიაშიც, იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს გაუადვილდეს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. ამ კატეგორიაში შეგიძლიათ იხილოთ საკითხები, რომელიც ეხება განვადების პირობებს, პროდუქციას, მონტაჟსა და ა.შ. 

ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რჩევები, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სერვისი და მოგაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი ხედვები და შენიშვნები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ამით ძალიან დაგვეხმარებით welcome@qebuli.ge