ABSOLUTE 4 S უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა
₾449,00
ენერგოდამოუკიდებელი ფილტრაციის სისტემა უკუოსმოსის ტექნოლოგიით
აბსოლუტური ფილტრაცია
სისტემა ABSOLUTE 4 -ის ძირითადი ნაწილია ნახევრადგამტარი მემბრანა. ის ატარებს წყლის მოლეკულას და გახსნილ გაზებს, მაგალითად, ჟანგბადს. ყველა სხვა იონი, მარილი, მინარევი, ბაქტერია და ვირუსი ვერ გადის მემბრანაში და ირეცხება გადინების ხაზში. შედეგად, ვიღებთ შესანიშნავად სუფთა წყალს, რომელიც არ შეიცავს უცხო მინარევებს.
უკუოსმოსის ფილტრი ასუფთავებს წყალს თითქმის ნებისმიერი დამაბინძურებლისგან, როგორიცაა ქლორი, მძიმე მეტალები, გახსნილი რკინა, პესტიციდები, ჰერბიციდები და ა.შ. ამავე დროს, გაწმენდილი წყალი არ არის გამოხდილი და ძალიან კარგი გემო აქვს.
მხოლოდ უკუოსმოსის ფილტრიები სრულად წყვეტენ წყლის სიხისტის და ნადების წარმოშობის პრობლემას, დარბილებული წყალი კი დადებითათ მოქმედებს საკვების და სასმელების გემოვნურ თვისებებზე.
მარტივი და ეკონომიური
ოთხსაფეხურიანი ფილტრაციის ტრადიციული მოდელი უკუოსმოსის ტექნოლოგიით. გაუმჯობესებული ერგონომია და საიმედოობა. დაკომპლექტებულია ცალკე ონკანით და სამარაგო ავზით.
სწრაფი კარტრიჯები
ახალი კონსტრუქციის მეშვეობით ნებისმიერ დროს მარტივად გამოცვლით კარტრიჯებს
ფილტრაციის ოთხი საფეხური
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის მოდული PP-10CF. აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- ქოქოსის დაპრესილი ნახშირის მოდული CTO-10CF წყალს აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს
- უკუოსმოსის მემბრანის მოდულიRO-10CF-75G (0.200 ლ/წთ) აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
- ნახშირის პოსტკარტრიჯი In-T33-10CF. აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
ტექნიკური მახასიათებლები
- ონკანის ნაკადი: 1.0 ლ/წთ
- ფილტრაციის სიჩქარე: 0.200 ლ/წთ
- წარმადობა 24 საათში: 288 ლ
- ავზის მოცულობა: 12 ლ
- წყლის მარაგი: 4 ლ
- ფიტლტრაციის საფეხური: 4
- დაყენების ადგილი: კარადა
- შემომავალი წყალი: მაღალი სიხისტის
- შემომავალი მინ. წნევა: 2.5 ატმ
- წყლის დასაშვები ტემპერატურა: +5-+35°C
- მოდულის სიმაღლე : 320 მმ
- მოდულის სიგანე: 390 მმ
- მოდულის დიამეტრი: 70 მმ
- გარანტია: 2 წელი
უპირატესობები
- ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
- კარტრიჯების მარტივი გამოცვლა
- შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
- დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
- რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
- კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
- წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება






