Grundfos SOLOLIFT2 საკანალიზაციო ტუმბო
SOLOLIFT2 წარმოადგენს კომპაქტური მაცერატორების უნიკალურ გამას და უზრუნველყოფს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო სანიტარული მოწყობილობის დრენაჟს, არსებული გრავიტაციური სადრენაჟო სისტემის ადგილმდებარეობის გათვალისწინების გარეშე. მიუხედავად იმისა, საქმე სხვენში არსებულ დამატებით ტუალეტს ეხება, თუ ახალ აბაზანას სარდაფში, საკანალიზაციო დონეზე დაბლა, SOLOLIFT2 უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების ეფექტურ მოშორებას და მაქსიმალურ დაცვას, საკანალიზაციო სისტემებიდან გაჟონვისაგან. SOLOLIFT2 გამა მოიცავს ხუთ კომპაქტურ მაცერატორს. თითოეული მათგანი შემუშავებულია ნარჩენი წყლების მოგროვებისა და ამოტუმბვისათვის, სანიტარული მოწყობილობიდან, უახლოეს საკანალიზაციო მილამდე, მცირე წნევის მილის მეშვეობით..
ფასისა და მარაგების დასაზუსტებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
უპირატესობები:
- სიმტკიცე და ფუნქციონალური საიმედოობა.
- მძლავრი ძრავები, ძლიერი სასტარტე მგრეხი ძალით, პროფესიონალური მჭრელისათვის (WC-1, -3 and CWC-3).
- ცხელი წყლის გამძლე კომპონენტები, 90°C გრადუსამდე, 30 წუთის განმავლობაში (C-3).
- წნევაგამძლე ავზები, რომლებიც იტანს 2,5 მეტრამდე წყლის სვეტს.
- აქსესუარები სრულყოფილი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, დამატებითი ხმოვანი განგაშის მოწყობილობები.
- მარტივი ინსტალაცია და გამოცვლა.
- რეგულირებადი დაცლა 360°, ბრუნვადი და ჰორიზონტალური ან ვერტიკალური აწყობისათვის.
- მოქნილი დაცლის შესაერთებელი, შესაერთებელი მილის 6 სხვადასხვა დიამეტრით.
- მოქნილი შემავალი შეერთება და შესაერთებელი მილის 4 სხვადასხვა დიამეტრი.
- რეგულირებადი დაწყების დონე, აპლიკაციის შესაბამისად (C-3).
- დაბრუნების პრევენციის სარქველის ჩათვლით-მზადაა დასამონტაჟებლად.
- მარტივი შენახვა/შეკეთება და მომსახურება:
- მოხსნადი და მშრალი კომპაქტური ტუმბო-ძრავის ერთეული.
- მშრალი და სუფთა დაშვება დონის გადართვის ერთეულზე.
- ავზის ცალკეული დრენაჟის ფუნქცია.
- ბლოკირების საწინააღმდეგო ფუნქცია, სახრახნისის მეშვეობით, დანადგარის გახნის საჭიროების გარეშე.
- მომსახურების შემთხვევაში, დანადგარი შეიძლება დარჩეს ადგილზე.
გამოყენება/დანიშნულება:
- დამატებითი აბაზანები, თუნდაც სადრენაჟო მილებისაგან მოშორებით (მაგალითად, სხვენში).
- სანიტარული მოწყობილობების გაჟონვისაგან დაცვა, მათი საკანალიზაციო დონეზე დაბლა განთავსების შემთხვევაში.
- დამატებითი ტუალეტი და სველი წერტილები საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და დასასვენებელ კოტეჯებში.
- ოფისებისა და შენობების რენოვაცია.
ბრენდი |
Grundfos |
---|

სწორედ 16 მილიონი ტუმბოს წლიური წარმოება ხდის Grundfos-ს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად. კომპანიის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს, როგორც გათბობისა და გაგრილების ცირკულაციის ტუმბოები, ასევე სხვა ცენტრიდანული ტუმბოების მრეწველობა, წყალმომარაგების, კანალიზაციის და დოზატორი ტუმბოების. დღეს გრუნდფოსი არის ცირკულაციის ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებელი და მოიცავს მსოფლიო ბაზრის 50%-ს.