მომსახურება

"ქებული კლიმატი" გთავაზობთ გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და ვენტილაციის სისტემებს, როგორც კორპორატიული ასევე - ფიზიკური პირებისთვის. ასევე, ვახორციელებთ ნებისმიერი სირთულის საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს. 

მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება ჩვენი კომპანიის ძირითადი პრინციპები და უპირატესობებია, რაც ყოველთვის სანდო პარტნიორად გვაქცევს. 

ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან, გაგიწიონ სრულყოფილი კონსულტაცია ნებისმიერი სახის პროდუქტთან დაკავშირებით. ისინი დაგეხმარებიან, გაერკვეთ პროდუქციის სპეციფიკაციაში და შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი.

ეფექტური კონსულტაცია 

ქებული კლიმატის გამოცდილი სპეციალისტები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, დაგეხმარებიან, გაერკვეთ პროდუქციის სპეციფიკაში და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს. 

ჩვენი ქოლ ცენტრი მუშაობს ყოველდღე, დილის 09:00 საათიდან ღამის 01:00 საათამდე. 

ოპერატიული მიწოდება

ცენტრალური საწყობისა და ფართო რეგიონული ქსელის საშუალებით, უზრუნველვყოფთ პროდუქციის ოპერატიულ ტრანსპორტირებას. პარტნიორი მწარმოებლების მხარდაჭერით, გთავაზობთ პროდუქციის პირდაპირ ქარხნიდან მიწოდების შესაძლებლობასაც. 

კვალიფიციური მონტაჟი

შეძენილი პროდუქციის გამართული და საიმედო ექსპლუატაციისთვის, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ მონტაჟის და გაშვება-გამართვის კვალიფიციური სერვისით. 

საგარანტიო სერვისი

საგარანტიო ვადაში, ქარხნული დაზიანების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ისარგებლოთ უფასო საგანგებო გამოძახებებით.  

ტექნიკური მომსახურების სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00; შაბათი - კვირა: 10:00  -15:00. 

ქოლ ცენტრის სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა, 09:00 - 01:00. 

კორპორატიული გაყიდვები

კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ ფასდაკლებებსა და გადახდის მოქნილ სისტემას, ასევე, მათი პერსონალის დატრენინგებას, რათა უზრუნველვყოთ საინჟინრო სისტემების ეფექტური და სწორი ექსპლუატაცია. 

პარტნიორული პროგრამა

კომპანიის მუდმივ კლიენტებს ვთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, ახალი პროდუქციის პრეზენტაციებსა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებებს.