საცირკულაციო ტუმბო GRUNDFOS TP სერია

GRUNDFOS TP სერია წარმოადგენს ერთ საფეხურიან ცენტრიდანულ ტუმბოს, რომლის შემწოვი და გამომსვლელი მხარეები განთავსებულია ერთ ხაზზე. ტუმბო არის Top-pull-out დიზაინის, რაც გულისხმობს რომ აუცილებელი სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში შესაძლებელია ტუმბოს ძრავი და იმპელერი მოიხსნას ისე რომ ტუმბოს კორპუსის დემონტაჟი არ მოხდეს და ის დარჩეს მიერთებული სისტემაზე რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ექსპლუატაციის პროცესს.

საცირკულაციო ტუმბოები TP, გამოიყენება ცივი და ცხელი წყლის ცირკულირებისთვის გათბობის, გაგრილებისა და კონდინცირების სისტემებში როგორც კერძო ასევე საწარმოო სექტორში. შესაძლებელია მათი გამოყენება წყალმომარაგებისთვისაც.

ფასისა და მარაგების დასაზუსტებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

დაგვირეკეთ

კატეგორია:
აღწერა
გამოყენების სფეროები
  • გათბობის სისტემები;
  • გაგრილების სისტემები;
  • კონდინცირების სისტემები;
  • წყალმომარაგების სისტემები;
  • ინდუსტრიული ტიპის ობიექტები;
  • სასმელი წყლის მიწოდება;

 

ტექნიკური მახასიათებლები

  • მაქსიმალური აწევის სიმაღლე: 168 მ
  • მაქსიმალური ნაკადი: 4370 მ3/სთ
  • გადასატუმბი სითხის ტემპერატურა: -40 .. 150 °C
  • მაქსიმალური სამუშაო წნევა: 25 ბარი

 

უპირატესობები
  • მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი
  • სიმძლავრისა და წარმადობის პარამეტრების დიდი არჩევანი;
  • კომპონენტების / კომპლექტაციის დიდი არჩევანი ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებისთვის;
  • მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე;
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Grundfos

Grundfos-ის შესახებ
GRUNDFOS

სწორედ 16 მილიონი ტუმბოს წლიური წარმოება ხდის Grundfos-ს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად.  კომპანიის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს, როგორც გათბობისა და გაგრილების ცირკულაციის ტუმბოები, ასევე სხვა ცენტრიდანული ტუმბოების მრეწველობა, წყალმომარაგების, კანალიზაციის და დოზატორი ტუმბოების. დღეს გრუნდფოსი არის ცირკულაციის ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებელი და მოიცავს მსოფლიო ბაზრის 50%-ს.