ICEBERG EDGE უბოცო დისპენსერი
₾1550,00
უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემებით:
- UF ტექნოლოგია – ულტრაფილტრაცია
- RO ტექნოლოგია – უკუოსმოსის ფილტრაცია
დაივიწყეთ წყლის შეკვეთა ოფისისთვის, უბოცო დისპენსერი ამ პრობლემას საბოლოოდ მოგიგვარებთ
გაინტერესებთ, როგორ უნდა დააღწიოთ თავი ისეთ რუტინულ საქმიანობას, როგორიც არის სასმელი წყლის შეკვეთა ოფისის ძველმოდური დისპენსერისთვის? მაშინ უბოცო დისპენსერი აუცილებლად დაგაინტერესებთ.
უბოცო დისპენსერი აღჭურვილია ოთხსაფეხურიანი უკუოსმოსისა და ულტრაფილტრაციის ტექნოლოგიით. ICEBERG EDGE საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ცხელი, ცივი და ონკანის ტემპერატურის სუფთა წყალი.
ალბათ, საკმაოდ დიდ ფინანსურ და დროის რესურსს ხარჯავთ ყოველი თვის ბოლოს ბოცებით წყლის შეკვეთაზე.
საფილტრაციო დისპენსერით სარგებლობისათვის კი საჭიროა დადგენილი პერიოდულობით კარტრიჯების შეცვლა და შეძლებთ განაგრძოთ სასურველი ტემპერატურის გაფილტრული წყლის მიღება.
უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE მეტად კომფორტულია და ამასთანავე ეკონომიის გაკეთების საშუალებას გაძლევთ.
დისპენსერი წყლის სენსორული ჩამოსხმით და გარე დაბინძურებისგან დაცული წყალი
45° დახრილი სენსორული მართვის პანელი კომფორტულია და მარტივად გასაგები. უბოცო დისპენსერი საშუალებას გაძლევთ ჩამოასხათ სასურველი ტემპერატურის წყალი ონკანთან შეხების გარეშე. საკმარისია დისპენსერის წინა პანელზე განთავსებულ სენსორთან თითის მიტანა, რათა გაიხსნას სარქველი და წყალი ჩამოისხას.
წყლის განაწილების ეს ჰიგიენური მეთოდი გამორიცხავს მოწყობილობის ხშირი გაწმენდისა და დეზინფექციის საჭიროებას. დისპენსერის წყლის ჩამომსხმელ სისტემასთან ხელით ან ჭიქით კონტაქტის არარსებობა - მიკრობების და ვირუსების გავრცელების საუკეთესო პრევენციაა.
წყლის დისპენსერი 4 IN 1
სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად (წყლის გაცივება, გაცხელება, ჩამოსხმა), დისპენსერი ბოცის გარეშე აღჭურვილია ულტრაფილტრაციისა და უკუოსმოსის საფილტრაციო სისტემებით. იგი ერთდება ცენტრალურ მილსადენზე და არ სჭირდება წყლის ბოცებით მომარაგება. საფილტრაციო დისპენსერი ასუფთავებს ონკანის წყალს, აუმჯობესებს მის ხარისხს და გემოს სასმელი წყლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ულტრაფილტაცია გათვლილია მუნიციპალურ წყალზე, ხოლო უკუოსმოსის ტექნოლოგია ფილტრავს გამოიყენება მაღალი სიხისტის დროსაც.
ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის
გარდა ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლისა, უბოცო დისპენსერი აღჭურვილია მართვის პანელის დაბლოკვა/განბლოკვის ფუნქციით, რაც თავიდან აგაცილებთ ბავშვებთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. დისპენსერს დამონტაჟებული აქვს ჩასადგმელი, იგივე სწრაფი კარტრიჯები, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად, მხოლოდ ხრახნის დატრიალებით შეცვალოთ ისინი.
განცალკევებული ავზები
წყლის დისპენსერი აღჭურვილია სამი განცალკევებული ავზით - ცხელი, ცივი და ონკანის ტემპერატურის წლისთვის. სწრაფი გადამრთველი კი საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოთ სასურველი ტემპერატურის წყალი.
უბოცო დისპენსერი ფიტრაციის სისტემით
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის მოდული PP-10CF. აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- დაპრესილი ნახშირის მოდული CTO-10CF. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- მემბრანული კარტრიჯი UF და RO მოდელებისთვის
ულტრაფილტრაციის მემბრანის მოდული UF-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს. გამოცვლის სიხშირე: 12-18 თვე
უკუ ოსმოსის მემბრანის მოდული RO-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე - ნახშირის პოსტმოდული T33-10CF აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
* გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. კარტრიჯების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.
წყლის უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე და ღირებულება
- წყლის უბოცო დისპენსერის მუნიციპალურ მილსადენზე დაერთებისის და 30-35 ადამიანის მუდმივი დატვირთვის პირობებში, კარტრიჯების გამოცვლის საორიენტაციო სიხშირეა: წყლის დისპენსერი ICEBERG EDGE ულტრაფილტრაციის მოდელი (UF) – ყოველ 12 თვეში.
- ერთხელ პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CF, CTO-10CF, T33-10CF. კარტრიჯების ჯამური ღირებულება შეადგენს 96 ლარს.
- მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CF, CTO-10CF, UF-10CF, T33-10CF. კარტრიჯების ჯამური ღირებულება შეადგენს 160 ლარს.
- წყლის დისპენსერი ICEBERG EDGE უკუოსმოსის მოდელი (RO) – ყოველ 12 თვეში ერთხელ.
- პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CF, CTO-10CF, T33-10CF. კარტრიჯების ჯამური ღირებულება შეადგენს 96 ლარს.
- მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CF, CTO-10CF, RO-10CF, T33-10CF. კარტრიჯების ჯამური ღირებულება შეადგენს 220 ლარს.
მომდევნო გამოცვლებზე ეს ციკლი მეორდება.
ფილტრის შეცვლის შემახსენებელი
ფილტრის შეცვლის შემახსენებელი საშუალებას გაძლევთ საჭირო პერიოდულობით გამოცვალოთ კარტრიჯები. როდესაც შესაბამისი კარტრიჯის ექსპლუატაციის ვადა იწურება, ეკრანზე შესაბამისი მაჩვენებელი ანათებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
- წყლის ნაკადის სიჩქარე: 1.8 ლ/წთ
- წყლის გაცივება: 3.1 ლ/სთ
- წყლის გაცხელება: 6.5 ლ/სთ
- ცივი წყლის ავზი: 3 ლ
- ცხელი წყლის ავზი: 1.8 ლ
- ფილტრაციის საფეხური: 4 ფილტრი
- დაყენების ადგილი: იატაკი
- შემომავალი წყალი: საშუალო - UF, მაღალი სიხისტის - RO
- შემომავალი მინიმალური წნევა: 1 ატმ
- წყლის დასაშვები ტემპერატურა: +5-+38°C
- გაბარიტული ზომები: 116.4*32.1*39.3სმ
- ელ. ენერგია: 220V 50Hz 650W
- წონა: 22.6 კგ
- გარანტია: 2 წელი
უპირატესობები
- ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
- კარტრიჯების გამოცვლის ინდიკატორი
- კარტრიჯების გამოცვლის სიმარტივე
- შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
- დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
- კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
- წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება (UF მოდელი)
- სტაბილურად ჯანსაღი წყალი
- საგრძნობი ეკონომია






