MINERAL 3S ულტრაფილტრაციის სისტემა

204,00

ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის სამსაფეხურიანი სისტემა

აღწერა

ულტრაფილტრაციის გამდინარე სისტემა

ცალკე ონკანით დაკომპლექტებული სისტემა მარტივი მონტაჟის და მოხმარებისათვის. გაფილტრული წყლის უწყვეტი ნაკადი, არ საჭიროებს ელექტროენერგიას.

სწრაფი კარტრიჯები

ახალი კონსტრუქციის მეშვეობით ნებისმიერ დროს მარტივად გამოცვლით კარტრიჯებს

ფილტრაციის სამი საფეხური

  1. ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის მოდული PP-10CF. აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
  2. ქოქოსის გრანულირებული ნახშირის მოდული GAC-10CF. აშორებს ქლორს და მის შენაერთებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ორგანულ ნივთიერებებს და ზოგირთ მეტალს (ბენზოლნაერთები), აირებს. აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
  3. ულტრაფილტრაციის მემბრანა UF-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს. გამოცვლის სიხშირე: 12-18 თვე

გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. მოდულების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, ულტრაფილტრაციის მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.

ცენტრალური წყალსადენის ლოგიკური დაბოლოება

ცენტრალური წყალსადენის წყლების საბოლოო გაწმენდის ოპტიმალური გადაწყვეტილება. მუნიციპალური წყალსადენების წყლების გაწმენდაში ულტრაფილტრაციის სისტემები არ ჩამორჩებიან ეფექტურობით უფრო მაღალფასიან ოსმოსის სისტემებს, ვინაიდან აღნიშნული წყლები არ შეიცავენ ჭარბ მარილებს, ტოქსიკურ ქიმიკატებს, დარიშხანს და მძიმე მეტალებს. ამიერად, ულტრაფილტრაცია არის ქალაქის წყალსადენის წყლის გაწმენდის ეფექტური და ეკონომიური მეთოდი.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ფილტრაციის სიჩქარე: 2.0 ლ/წთ
  • ფიტლტრაციის საფეხური: 3
  • დაყენების ადგილი: კარადა/კედელი​
  • შემომავალი წყალი: საშუალო სიხისტის
  • შემომავალი მინ. წნევა: 1 ატმ
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა: +5-+35°C
  • გაბარიტული ზომები: 56*39.5*9.5სმ
  • წონა: 2.75 კგ
  • გარანტია: 2 წელი

უპირატესობები

  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
  • კარტრიჯების მარტივი გამოცვლა
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება