Compact სასმელი წყლის შადრევანი

680,00

უჟანგავი ფოლადის, კომპაქტური, კედელზე დასამონტაჟებელი სასმელი წყლის შადრევანი

მხოლოდ ონკანის ღილაკზე თითის დაჭერით ხდება წყლის ნაკადის მოშვება, რაც თავიდან აგაცილებთ არასასურველ დანახარჯებს.

აღწერა

სასმელი წყლის შადრევანი მზრუნველი გარემოსათვის

სასმელი წყლის შადრევნები საკმაო პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. იგი საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ უსაფრთხო, სუფთა სასმელი წყალი. ხშირად დასალევად ვარგისი წყალი საზოგადოებრივ ადგილებში არც ისე ხელმისაწვდომია, რაც ადამიანებს აიძულებთ წყურვილის მოსაკლავად ძვირადღირებული ჩამოსხმული წყალი ან გაზირებული შაქრიანი სასმელები მიირთვან. ეს კი, გაზრდილ ფინანსებთან და ჯანმრთელობისთვის ზიანთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, გამოყენებული პლასტმასის ბოთლები გარემოს დაბინძურების ერთერთ მთავარ წყაოდ არის მიჩვნეული.

სასმელი წყლის თანამედროვე შადრევნები მაქსიმალური კომფორტის და უსაფრთხოებისათვისაა დაპროექტებული. გლუვი ზედაპირი და მომრგვალებული ფორმები გამორიცხავს მომხმარებლის ნებისმიერი სახით დაზიანებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა ინტენსიური გამოყენების ადგილებში, როგორიცაა სკოლა, ადრეული ასაკის მოსამზადებელი ცენტრი ან საჯარო სივრცე.

კედლის შადრევნის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანის სიმაღლეზე, სტანდარტების მიხედვით.

წყლის ერგონომიური სადგური

  • კომპაქტური ზომების და ერგონომიული დიზაინის დამსახურებით, სასმელი წყლის შადრევანი COMPACT შესაძლებელია განათავსოთ როგორც ფოიეში, ასევე კორიდორებში.
  • წყლის მიღების მაქსიმალური კომფორტი და დაცულობა მნიშვნელოვანია მომხმარებლების კმაყოფილების და ჯანმრთელობისათვის.
  • შადრევანი დამზადებულია ერთ მთლიან კორპუსად, ნაკერებისა და გადაბმების გარეშე, რაც ხელს უწყობს მის მდგრადობას დაბინძურებისა და ლაქების მიმართ. სწორედ ამიტომ ინარჩუნებს სასიამოვნო ვიზუალს წლების განმავლობაში.
  • განსხვავებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციის გამოყენება. მაგალითად, მომხმარებლების ძირითადი სიმაღლის შესაბამისად ჩამოკიდება კიდელზე.
  • აღნიშნული მოდელი გაგრილების გარეშეა და ონკანის ტემპერატურის წყალი მაქსიმალურად გამორიცხავს ბავშვების გაცივებას.
  • გამოყენება შეიძლება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სპორტულ კომპლექსებში, ფიტნეს კლუბებში, საწარმოებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ა. შ

საუკეთესო გადაწყვეტილება

თანამედროვე ცხოვრებაში კედელზე დამონტაჟებული სასმელი წყლის შადრევნები დიდი ხანია, რაც იდეალურ, გრძელვადიან გადაწყვეტილებად ითვლება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ისეთ სივრცეებში, როგორიც არის სკოლა, ოფისი, ქარხნები, ფიტნეს კლუბები და სხვა საჯარო სივრცეები.

ტექნიკური მახასიათებლები

  • დაყენების ადგილი: კედელი
  • შემომავალი წყალი: მუნიციპალური წყალსადენი
  • შემომავალი მინიმალური წნევა: 1 ატმ
  • წყლის ტემპერატურა: ონკანის ტემპერატურის
  • გაბარიტული ზომები: 305მმ * 350მმ * 75მმ
  • ელ. ენერგია​: არ საჭიროებს
  • გარანტია: 2 წელი

უპირატესობები

  • კომპლექსური დიზაინი ადგილის ეკონომიისთვის
  • მონტაჟი ნებისმიერ სიმაღლეზე
  • უჟანგავი ფოლადის კონსტრუქცია
  • უნაკერო დიზაინი
  • გაზრდილი დაღვრის ადგილი, დაბალი ნაკადის ონკანი მარტივად დასალევად
  • 304 უჟანგავი ფოლადი
  • ხელსაყრელია სკოლებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებებისათვის