MASTAS ფოლადის პანელური რადიატორი

პანელური რადიატორი გამოირჩევა მაღალი თბოგამოცემით. რადიატორების თანამედროვე დიზაინი იდეალურად ერგება როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ობიექტებს. მაღალი ხარისხი და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს ეფექტურ და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

MASTAS ფოლადის რადიატორების მოდელები SOLAR და MASTAS სერტიფიცირებულია თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისად.

დაგვირეკეთ

აღწერა

პანელური რადიატორი – მაღალი თბოეფექტურობა 

MASTAS ფოლადის პანელური რადიატორი მაღალი თბოგამოცემით, იდეალურად გადაწყვეტაა, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების შენობებისთვის.

უმაღლესი ხარისხი და საუკეთესო ფასი 

MASTAS-ის ფოლადის პანელური რადიატორები დამზადებულია თურქეთში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში. საწარმოო ხაზის სრული ავტომატიზაცია ხორციელდება თანამედროვე გერმანული წარმოების დანადგარების მეშვეობით.

წარმოების პროცესში ნედლეულის სახით გამოიყენება ანტიკოროზიული თვისებების მქონე, მაღალი ხარისხის ფოლადი. აგრეთვე – თუთია-ფოსფატის და მინანქრის ორმაგი საფარი, რაც ფოლადის ზედაპირის ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს გარე ზემოქმედებისა და კოროზიისგან.

მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა პროდუქტის ტექნიკური ოპტიმიზაცია. სწორედ ამითაა განპირობებული რადიატორის თბოეფექტურობის 15-20%-იანი გაუმჯობესება, სხვა ანალოგიური პროდუქციასთან შედარებით. შესაბამისად, ამით მნიშვნელოვნად შეამცირდა თბური სიმძლავრის ერთეულის ღირებულება.

Mastas-ის შესახებ

1986 წელს დაიწყო ვერტიკალური რადიატორის ელექტრო ზეთოვანი რადიატორებისა და ტრანსფორმატორული სადგურების გამოშვება, ხოლო რკინის პანელური რადიატორები გამოდის 1993 წლიდან.

Mastaş -ი უზრუნველყოფს თავის მომხმარებელს მრავალი სახის პანელური რადიატორით, რადიატორის ვენტილებით, საშრობებით, ელექტრული საშრობებით, ელექტრული გამათბობლებით და ელექტრული ზეთოვანი რადიატორებით. 2007 წელს პანელური რადიატორების წლიურმა ბრუნვამ შეადგინა 1 000 000ც.