საცირკულაციო ტუმბო GRUNDFOS UPS სერია
GRUNDFOS UPS სერია წარმოადგენს სველი როტორის მქონე საცირკულაციო ტუმბოს, მას არ გააჩნია შემამჭიდროვებელი რგოლი და მისი გაგრილება და ლუბრიკაცია ხდება მის მიერვე გადატუმბული წყლით. ტუმბოს შეუძლია მუშაობა სამ სხვადასხვა სიმძლავრეზე, რისი რეგულირებაც ხდება კორპუსზე განთავსებული გადამრთველით.
ტუმბოს კორპუსი დამზადებულია თუჯისგან და აღჭურვილია კოროზიის მიმართ მდგრადი, კომპოზიტური მასალისგან (PES/PP) დამზადებული იმპელერით.
გამოყენების სფეროები
საცირკულაციო ტუმბოები UPS, გამოიყენება ცივი და ცხელი წყლის ცირკულირებისთვის გათბობის, გაგრილებისა და კონდინცირების სისტემებში.
ფასისა და მარაგების დასაზუსტებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ტექნიკური მახასიათებლები
- მაქსიმალური აწევის სიმაღლე: 18.04 მ
- მაქსიმალური ნაკადი: 69 მ3/სთ
- გადასატუმბი სითხის ტემპერატურა: -10 … 120 °C
- მაქსიმალური სამუშაო წნევა: 10 ბარი
უპირატესობები
- არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას;
- ხმაურის დაბალი დონე;
- ენერგომოხმარების დაბალი დონე;
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი;
ბრენდი |
Grundfos |
---|

სწორედ 16 მილიონი ტუმბოს წლიური წარმოება ხდის Grundfos-ს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად. კომპანიის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს, როგორც გათბობისა და გაგრილების ცირკულაციის ტუმბოები, ასევე სხვა ცენტრიდანული ტუმბოების მრეწველობა, წყალმომარაგების, კანალიზაციის და დოზატორი ტუმბოების. დღეს გრუნდფოსი არის ცირკულაციის ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებელი და მოიცავს მსოფლიო ბაზრის 50%-ს.