Atlas Filtri Hydra Rainmaster TRIO წყლის ფილტრი თვითწმენდით
Atlas Filtri-ის Hydra Rainmaster TRIO არის სამსაფეხურიანი თვითმწმენდი ფილტრი, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი წვიმის წყლის გასაფილტრად, მისი ხელახალი გამოყენებისათვის. აღნიშნული სისტემა უზრუნვეყოფს წყლის ხარისხის გაუმჯებესებას, რაც საშუალებას იძლევა მის გამოყენებას სხვადასხვა არასასმელი მიზნებისთვის.
გამოყენების არეალი: Rainmaster TRIO იდეალურია როგორც საცხოვრებელი, ასევე მცირე კომერციული გამოყენებისათვის. აღნიშნული ფილტრი შექმნილია წვიმის წყლის შეგროვებისა და შემდგომი ფილტრაციისთვის, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით, მაგალითად: სარეცხი მანქანების, ტუალეტების, ბაღის სარწყავი სისტემების, ავტოსამრეცხაოების წყალმომარაგებისთვის.
სწორედ მისი ძირითადი დანიშნულებიდან გამომდინარე აქვს შერჩეული სახელი Rainmaster. სწორედ ამ ფუნქციის წყალობით, მნიშვნელოვნად მცირდება წყლის საერთო ხარჯი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, სადაც მაღალია კომუნალური გადასახადები.
სამსაფეხურიანი ფილტრაცია და კომპლექტაცია:
- პირველი საფეხური: თვითმწმენდი წინასწარი ფილტრი Hydra, 90 მიკრონიანი კარტრიჯით
- მეორე საფეხური: 25 მიკრონიანი ბამბის კარტრიჯი
- მესამე საფეხური: აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი
- კედელზე დასამაგრებელი
- ქანჩი
ბრენდი |
Atlas Filtri |
---|

იტალიური კომპანია Atlas Filtri დაარსდა 1975 წელს და 40 წელზე მეტია მოღვაწეობს წყლის მოვლისა და ფილტრაციის ინდუსტრიაში.
კომპანიას წამყვანი მოწინავე პოზიცია უჭირავს წყლის ფილტრაციის მიმართულებით, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიულ სექტორში. ამჟამად იგი ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 90-ზე მეტ ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ Atlas Filtri-ი გამოირჩევა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, რომლებიც შეესაბამება უსაფრთხოების და ხარისხის ევროპულ სტანდარტებს. კომპანიის ხედვა ყოველთვის ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რათა შექმნას თანამედროვე და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს.