FACOT გათბობის სისტემის ანტიფრიზი
₾16,00
*მოცემულია 1 კგ-ის ფასი.
FACOT ATIGEL LONG LIFE იტალიური წარმოების გათბობის სისტემის ანტიფრიზი უზრუნველყოფს ეფექტურ თბოცვლას და გათბობის სისტემას გაყინვისგან და კოროზიისგან იცავს. ორგანული, ანტიკოროზიული დანამატებით გამდიდრებული ფორმულა ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.
სისტემის გაყინვისგან თავის ასარიდებლად, ანტიფრიზის წილის განსაზღვრა ხდება სპეციალური ცხრილის მიხედვით.
FACOT-ის ცენტრალური გათბობის სისტემის ანტიფრიზი არის უახლესი თაობის, მაღალი ხარისხის, სითბოგამტარი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის საიმედო მუშაობას და თბოცვლის ეფექტურობას.
მისი სპეციალური ფორმულა შეიცავს ეკოლოგიურად უსაფრთხო ორგანულ ანტიკოროზიულ დანამატებს, რომლებიც იცავს მილებს, რადიატორებს და სითბოგადამცემ ელემენტებს ნადებისა და ჟანგისგან.
28კგ შეფუთვა
თავდაპირველად საჭიროა მოხდეს სისტემის საფუძვლიანი გამორეცხვა და გამოირიცხოს მასში არსებული ნადებისა და სხვა ნაწილაკების არსებობა. ანტიფრიზის წყალში სრულყოფილად გასახსნელად, წყალში დაამატეთ ანტიფრიზი და არა პირიქით. დაამატეთ ნაზავი გათბობის წრედში ცენტრალური გათბობის ქვაბის ტუმბოსთან არსებული ყველაზე ახლო წერტილის გავლით.
კოროზიის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ანტიფრიზი შეადგენდეს სისტემაში არსებული მასის მინიმუმ 30%-ს.
