გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს
ვებ-გვერდის გამოყენებისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას, წესებსა და პირობებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებითა და ნებართვით ადასტურებთ, რომ ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი სურვილით და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს.
მიწოდების და ანგარიშსწორების წესები
ზოგადი პირობები:
პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდების უზრუნველყოფს ქებული კლიმატის საკურიერო მომსახურება.
გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდის გადახდის სისტემის საშუალებით.
სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ მიჰყევით ბმულს ღილაკით „ყიდვა“ → შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი და დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“ → პროცესის დასრულების შემდეგ თქვენი შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად.
მიწოდების ვადა და პირობები
ვებგვერდზე სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.
მიწოდების ვადა: 2 – 4 სამუშაო დღე.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში 100 ₾-ზე მეტი ღირებულების ონლაინ შენაძენზე ტრანსპორტირება უფასოა.
სხვა შემთხვევაში, შემდეგი ტარიფებით ისარგებლებთ:
თბილისი – 30 ₾
თბილისის შემოგარენი – 50 ₾
ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ზუგდიდი – 20 ₾
დანარჩენ რეგიონებში მიწოდების ღირებულება შეადგენს 1 კმ – 2 ₾.
* მანძილი აითვლება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში ან ზუგდიდში მდებარე უახლოესი ფილიალიდან.
ვებგვერდზე შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები:
მომხმარებელს* უფლება აქვს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს ვებ-გვერდზე შეძენილი პროდუქცია. აღნიშნული ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
პროდუქციის დაბრუნების წესი:
- პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ზემოთ მითითებული ვადის დაცვით, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 0322022222 და გვაცნობოთ პროდუქციის დაბრუნების შესახებ.
- პროცესის ინიცირებისთვის საჭიროა მოგვწეროთ დასაბრუნებელი პროდუქციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის თარიღი და შეკვეთის მიღების თარიღი, შემდეგ მეილზე: welcome@qebuli.ge .
- პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დასაბრუნებელი პროდუქცია უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
- პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გასწიოს მის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით დაბრუნება შეუძლებელია. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება ანაზღაურებას ქვემოთ მოცემული წესების შესაბამისად.
- პროდუქციის დაბრუნების დროს პროდუქციას უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.)
- თუ საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან, მომხმარებელი ვალდებულია, დაფაროს საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობა.
ანაზღაურების წესი და გამონაკლისები:
- კომპანია, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს მის მიერ პროდუქციაში გადახდილ თანხას, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხას.
- კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან.
- თანხის დაბრუნება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
- თანხის დაბრუნება მოხდება წინამდებარე პირობებით დადგენილი წესითა და ოდენობით, პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
თუ პროდუქციას და პროდუქციის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, ვებგვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქციის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე გონივრული ვადით, თუმცა არაუგვიანეს ანაზღაურების დაბრუნებისთვის განკუთვნილი 14 კალენდარული დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია, გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქცი(ებ)ის დაბრუნების პროცედურა.
დაბრუნების ზემოთ მოცემული პირობები არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომლის ღირებულება 30 ლარს არ აღემატება.
* მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
კანონისმიერი გარანტია
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, სს „ქებული კლიმატს“ (ს/ნ 202283242) მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, სს „ქებული კლიმატს“ (ს/ნ 202283242) მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს სს „ქებული კლიმატის“ (ს/ნ 202283242) მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) სს „ქებული კლიმატმა“ (ს/ნ 202283242) საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) სს „ქებული კლიმატის“ (ს/ნ 202283242) მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-17 (მომხმარებლის უფლებები) და მე-19 მუხლებით (კომერციული გარანტია) გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში აღმოჩნდა. აღნიშნული არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. ასეთი საქონლის ნასყიდობისას, ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში, მოვაჭრის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:
ამოიწურა ტექნიკის კანონისმიერი ან/და კომერციული საგარანტიო ვადა;
· მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
· საგარანტიო საბუთში წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია ინფორმაცია ან არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
· დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;
· დაზიანება გამოწვეულია მონტაჟის დროს ინსტრუქციის ტექნიკური მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობით, ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით, ასევე, არასტანდარტული სამონტაჟო მასალებისა და ნაწილების გამოყენებით;
· დაზიანება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის შედეგად, როგორიცაა ხანძარი, ჭექა-ქუხილი, სტიქიური უბედურება და ა.შ., ასევე, მოწყობილობის გაყინვით ან ნადების წარმოქმნით, უცხო სხეულების და სითხის შეღწევით, ტრანსპორტირების, ექსპლუატაციისა და შენახვის პირობების დარღვევით;
· დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით/არასტანდარტული ელ. მომარაგებით – ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ. ენერგიის მიწოდებით, წყლის წნევით, დენის ძაბვით, ბუნებრივი აირის ხარისხით ან მომხმარებლის ბრალეული/გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად მექანიზმის დანესტიანებით;
· სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
· შეძენილი ტექნიკა იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის.
ნივთის შეცვლისას, თუ მომხმარებელმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომლის გადაცემაც მოხდა.
საგარანტიო სერვისი – სს “სოლვერი” (ს/ნ 402195691), მისამართ: ქ. თბილისი, სოფ. დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N51, ცხელი ხაზი: (032) 247 0 247
ნებისმიერი კითხვის ან მოწყობილობის გამართულ მუშაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სერვის ცენტრის ნომერზე, შეძლებისდაგვარად აგვიხსნათ შექმნილი სიტუაცია და სპეციალისტის მოსვლამდე იმოქმედოთ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.