საჩუქარი «ქებული კლიმატის» თანამშრომლებს
დღეიდან კომპანია «ქებული კლიმატის» უკლებლივ ყოველ თანამშრომელს სახლში ბუნებრივი და მხუთავი აირის მაღალსტაბილური კომპლექსური დეტექტორი ექნება. დეტექტორი განკუთვნილია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი ან მხუთავი აირის არსებობა. მასში გამოყენებულია 2 ჩამონტაჟებული ნახევარგამტარი სენსორი, ბუნებრივი აირის და მხუთავი აირის ცალ-ცალკე დადგენის მიზნით.
ბუნებრივი გაზის არასრული წვის პროდუქტები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში მასზე ახდენს მავნე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, რაც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება. 2015 წლის მონაცემებით, გაზით მოწამვლის 3356 შემთხვევაა აღრიცხული, 13 მათგანი ლეტალური შედეგით დასრულდა.
“პროდუქიის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს თანამშრომლებს მიუძღვით. მათი უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია. დეტექტორის მაღალი საიმედო სენსორი, უჩინარი საფრთხის მოახლოებას ხმოვანი სიგნალით გატყობინებთ. ეს არის საფრთხის პრევენცია. ხსენებული უსაფრთხოება ის მცირე და საპატიო საქმეა რასაც კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის აკეთებს”, - განაცხადა «ქებული კლიმატის» ტექნიკურმა დირექტორმა ბატონმა თამაზ სვანიძემ.