უკუოსმოსის 6 საფეხურიანი სისტემა მინერალიზატორით
₾494,00
უკუ ოსმოსის ფილტრების დროში გამოცდილი სტანდარტული მოდელი წნევის შემქმნელი ტუმბოთი და სამარაგო ავზით. მინერალიზატორის მეშვეობით სრულყოფილად გაფილტრული წყალი იღებს სასარგებლო მიკროელემენტებს.
კლასიკური უკუ ოსმოსის ფილტრი მინერალიზატორით
უკუ ოსმოსის ფილტრების დროში გამოცდილი სტანდარტული მოდელი წნევის შემქმნელი ტუმბოთი და სამარაგო ავზით. მინერალიზატორის მეშვეობით სრულყოფილად გაფილტრული წყალი იღებს ადამიანისთვის სასარგებლო მიკროელემენტებს.
ინტეგრირებული წყლის ტუმბო
სისტემაში ინტეგრირებული ტუმბო ქმნის უკუ ოსმოსისთვის საჭირო წნევას. ამრიგად, სასმელი წყლის ფილტრი აღარ არის დამოკიდებული წყალსადენში არსებულ წნევაზე და გამართულად მუშაობს დაბალი შემომავალი წნევის შემთხვევაშიც.
პირველადი წმენდის ფილტრები
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის კარტრიჯი PP-10 აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- ქოქოსის გრანულირებული ნახშირის კარტრიჯი GAC-10. აშორებს ქლორს და მის შენაერთებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ორგანულ ნივთიერებებს და ზოგირთ მეტალს (ბენზოლნაერთები), აირებს. აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ქოქოსის დაპრესილი ნახშირის კარტრიჯი CTO-10. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
ძირიტადი ფილტრი – უკუ ოსმოსის მემბრანა
უკუოსმოსის მემბრანა 1812-50GDP. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
გაფილტრული წყლის სასმელ კონდიციამდე მიყვანა
ნახშირის პოსტკარტრიჯი In-Line T-33. აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
გაფილტრული წყლის სასარგებლო მინერალებით გამდიდრება
მაიფანის ქვა შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ბევრ მინერალს, როგორებიცაა კალციუმი, რკინა, თუთია, მაგნიუმი, სპილენძი და სელენი. მინერალების გარდა, ქვები შეიცავს სასარგებლო ლითონებსაც, მათ შორის მოლიბდენსა და სილიციუმს. გარდა იმისა, რომ ყველა ამ სასარგბელო ნივთიერებას გვთავაზობს, მაიფანის ქვები ასევე იოდირებს ხსენებულ მინერალებს, რაც ადამიანის ორგანიზმის მიერ მათი ათვისების პროცესს აადვილებს.






