FIRST SIGHT წყლის მინი პურიფაიერი

575,00

წყლის მინი პურიფაიერი ულტრაფილტრაციის სისტემით – საოფისე, საყოფაცხოვრებო და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის.

აღწერა

დახვეწილი მინი პურიფაიერი მეტი კომფორტისთვის.

თუ გსურს დახვეწილი და თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად გაფილტრულ, სუფთა და სასურველი ტემპერატურის წყალს გაწვდის, თანაც საკმაოდ სწრაფად მაშინ წყლის მინი პურიფაიერი FIRST SIGHT შენთვისაა. ყველაზე კომპაქტური, თანამედროვე და დახვეწილი პროდუქტი თქვენი კომფორტული ყოველდღიურობისთვის

მოწყობილობა, რომელიც ცალკეულ სამ მოწყობილობას შეგიცვლით: წყლის ფილტრი, გამაცხელებელი და დისპენსერი ერთ პროდუქტში. დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვომ სუფთა და სასურველი ტემპერატურის წყალს პურიფაიერი გვთავაზობს.

უმარტივესი მოწყობილობა, რომელიც არ საჭიროებს მონტაჟს და წყლის მილზე დაერთებას, ერთი ხელის მოძრაობით შეცვლადი კარტრიჯი, ღამის ნაზი ნათება და მართვის სენსორული პანელი ამ პროდუქტის უპირატესობების მცირე ჩამონათვალია.

წყლის პურიფაერი აღჭურვილია ულტრაფილტრაც

წყლის პურიფაიერი ცხელი სასმელებისათვის – ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის

იის ტექნოლოგიის საფილტრაციო სისტემით, მართვის სენსორული პანელით, აქვს სხვადასხვა ტემპერატურის წყლის მიწოდების ფუნქცია და წყლის ავზი. ამ მოწყობილობას შეუძლია ჩაანაცვლოს ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი: წყლის ფილტრი, დისპენსერი, მადუღარა და სასმელი წყლის ონკანი. ამ პურიფაიერის შეძენით თქვენ იღებთ მაქსიმალურ კომფორტს და ნაკლებ დანახარჯს სხვა მოწყობილობებზე.

Საყვარელი სასმელები კიდევ უფრო გემრიელია FIRST SIGHT-თან ერთად

პურიფაიერით მიღებული წყალი იდეალურია, როგორც ოთახის ტემპერატურის ასევე ცხელი სასმელებისთვის. თქვენს საყვარელ ყავასა თუ ჩაის უფრო მარტივად და სწრაფად FIRST SIGHT-ის საშუალებით მიიღებთ. Მოწყობილობიდან მიღებული გაფილტრული და გაცხელებული წყლით პირდაპირ შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი საყვარელი ცხელი სასმელები. პურიფაიერი წყალს ოთხ სასურველ ტემპერატურაზე აცხელებს 3 წამში, რაც მეტ კომფორტს ანიჭებს მომხმარებლებს ცხელი სასმელების მომზადებისას.

წყლის პორტატული პურიფაიერის სენსორული მართვის პანელი

სასურველი ტემპერატურის წყლის მიღება ამაზე ადვილი ჯერ არასდროს ყოფილა. მართვის სენსორულ პანელზე უმარტივესია 4 ტემპერატურიდან სასურველის არჩევა. ასევე, ინტუიტურად გასაგები მართვის პანელის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სასურველი რაოდენობისა და ტემპერატურის სასმელ წყალს. დაბლოკავთ ცხელი წყლის ჩამომსხმელს პურიფაიერში ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, გაიგებთ ავზში წყლის დონის შესახებ და მიიღებთ შეტყობინებას კარტრიჯების გამოცვლის თაობაზე. ამ ყველაფერს კი ერთ მოწყობილობაში გთავაზობთ.

წყლის მინი პურიფაერის 3 საფეხურიანი ფილტრაცია

სამი ერთში CUF კარტრიჯი აცილებს ჟანგს, ნალექს, თიხას, დიდ ნაწილაკებს, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, აშორებს უსიამოვნო სუნსა და აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს, აცილებს კოლოიდებს და უმეტეს ბაქტერიასა და ვირუსს, ფილტრაციის სიზუსტით 0.01 µm-მდე შეცვლის სიხშირე: 3-6 თვე

ჩასადგმელი კარტრიჯი იცვლება მარტივად – ხელის ერთი მოძრაობით, დამატებითი ხელსაწყოების გარეშე.

წყლის პურიფაიერს აქვს საკუთარი წყლის ავზი, რომელიც არ საჭიროებს წყლის მილზე მიერთებას, ამიტომ შესაძლებელია პურიფაიერის მარტივად გადაადგილება და გამოყენება სხვადასხვა გარემოში. ავზი სახელურიანია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მის შევსებას.

რაც შეეხება ჭიქის დასადებს, ის პურიფაიერთან მაგნიტურად არის დაკავშირეული. მისი მოხსნა და გასუფთავება მარტივი და კომფორტულია.

წყლის მინი პურიფაიერი დღის ნებისმიერ მონაკვეთში

კომპაქტური ზომები საშუალებას გაძლევთ პურიფაიერი განათავსოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გარემოში. ის არ საჭიროებს წყლის მილთან მიერთებას, საკმარისია მხოლოდ დენის წყარო. ამასთანავე მას აქვს მსუბუქი ღამის ნათება, რაც ამარტივებს მომხმარებლისთვის დღის ნებიმიერ მონაკვეთში წყლის მიღებას.

ტექნიკური მახასიათებლები

  • გაფილტრული წყალი: 0,6ლ/წთ
  • წყლის ავზი: 1.15 ლიტრი
  • გაფილტრული წყლის ავზი: 0.75 ლიტრი
  • ფილტრაციის საფეხური: 3
  • დაყენების ადგილი: მყარი ზედაპირი
  • გასაფილტრი წყალი: დაბალი სიხისტის
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა: +5-+40°C
  • გაბარიტული ზომები: 17.4*25.2*34.9სმ
  • ელ. ენერგია​: 220V 50Hz – 2200W
  • წონა: 2 კგ
  • 0,6ლ/წთ
  • 1.15 ლიტრი
  • გარანტია: 2 წელი

უპირატესობები

  • პორტატული დიზაინი – არ საჭიროებს ინსტალაციას
  • თანამედროვე და დახვეწილი
  • 3 ეტაპიანი ფილტრაცია 1 კარტრიჯში
  • კარტრიჯის გამოცვლის ინდიკატორი
  • კარტრიჯის გამოცვლის სიმარტივე
  • სრული წმენდა შეწონილი ნაწილაკებისგან, დეზინფექცია (99.98% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • 4 განსხვავებული ტემპერატურა: 25℃, 45℃, 85℃, 100℃
  • სენსორული ეკრანი