ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის

1155,00

ცენტრალური წყლის ფილტრი განკუთვნილია ბინაში, სახლში ან ოფისში შემომავალი ცივი წყლის გაწმენდისათვის. ცენტრალური ფილტრი ახორციელებს წყლის ულტრაფილტრაციას მექანიკური მინარევებისგან, აჩერებს ორგანულ მოლეკულებს, მცენარეთა მტვერს, მოლეკულურ კლასტერებს, მსხვილ ორგანულ მოლეკულებს, ბაქტერიების უმეტესობას, მიკროორგანიზმებს და ვირუსებს.

დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს.

არტიკული: JK-3500 ; JK-6000 ; JK-10000 კატეგორია: ,
აღწერა

საუკეთესო ცენტრალური წყლის ფილტრი

ცენტრალური წყლის ფილტრი არჭურვილია კარტრიჯით, რომელიც სედგება ათასობით ღრუ ბოჭკოსაგან. თითოეული ბოჭკოს გარსში არის მილიარდობით მიკროსკოპული ფორა. წნევის მეშვეობით წყალი გადის ბოჭკოების გარსის ფორებში. 0,01 მიკრონზე მეტი ყველა დაბინძურება (ბაქტერიები, პარაზიტები, ვირუსები და შეწონილი მინარევები) იბლოკება.

არასასურველი ნაწილაკები და მიკროორგანიზმები გამოიდევნება ავტომატური წმენდის ციკლის დროს. გათვალისწინებულია ფილტრის დაუშლელად მემბრანის გამორეცხვა, ნალექების დრენაჟის ხაზში ჩარეცხვის მეშვეობით. ძლიერი დაბინძურების შემთვევაში შესაძლებელია ფილტრის მარტივად დაშლა და მებრანის ხელით გარეცხვა.

ულტრაფილტრაციის ტექნოლოგიით გაწმენდილი წყალი იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სანტექნიკას, სანტექნიკურ არმნატურას, საინჟინრო სისტემებს ყველანაირი დაბინძურებისგან.

გაფილტრული წყალი მთელი სახლისათვის

3000-6000ლ/სთ წარმადობის წყლის ფილტრი რეკომენდირებულია სახლში შემომავალ ცენტრალურ ხასზე მონტაჟისათვის

მარტივი და პრაქტიკული ცენტრალური წყლის ფილტრი

წყლის ფილტრის კონსტრუქცია და გარე დაწნევის ულტრაფილტრაციის მემბრანა ჭუჭყიანი წყლის მიმართ მეთ მდგრადობას უზრუნველყოფს.

გარე დაწნევის პრინციპი

ულტრაფილტრაციის ახალი პრინციპი აადვილებს წყლის ფილტრის მომსახურებას. ღრუ ბოჭკოიანი მემბრანა ფილტრავს წყალს გარედან შიგნით. ბოჭკოები განლაგებულია ფილტრში წყლის ნაკადის პარალელურად. მემბრანა აკავებს წყალში არსებულ შეწონილ მინარევებს. დაგროვებული ლექის დრენაჟში პერიოდული ჩარეცხვით ხდება მემბრანის გამორეცხვა წყლის ფილტრის დაუშლელად.

ფილტრაციის ტექნოლოგია: ულტრაფილტრაციის მემბრანა

  • წყლის სიმღვრიე: ≤0.1NTU
  • მემბრანის გამოცვლის პერიოდულობა: 2-4 წელი
  • ფილტრაციის ხარისხი: 0.01μm

ფილტრის მემბრანის ხელით რეცხვა

ნალექის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, წყლის ფილტრიდან მემბრანის ამოღების და ხელით გარეცხვის საშუალება აჩქარებს და ამარტივებს მომსახურების პროცედურას. ფილტრის ეს თვისება ანიჭებს მას უპირატესობას სხვა ფილტრებთან შედარებით მღვრიე წყალზე დაყენებისას. ცენტრალური ფილტრის რეგულარული გამორეცხვა ახანგრძლივებს მემბრანის ექსპლუატაციის ვადას ყველაზე რთულ პირობებშიც კი.

წყლის ფილტრის მარტივი ინსტალაცია და დაშლა

ფილტრის კორპუსის კონსტრუქცია შექმნილია მაგისტრალურ მილში ჩაყენებისთვის. პროფილაქტიკის მიზნით ფილტრის დაშლა ხდება ერთი საკეთის მოშვებით.

ცენტრალური წყლის ფილტრის უჟანგავი ფოლადის კორპუსი

304 ხარისხის უჟანგავი ფოლადის შესრულებული წყლის ფილტრის კორპუსი. აკმაყოფილებს ჰიგიენურობის მაღალ სტანდარტს.

სტაბილური ხარისხის წყალი მთელს სახლში

ულტრაფილტრაციის წყლის ფილტრი ასტაბილურებს სახლში მოხმარებული წყლის ხარისხს, იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, სანტექნიკას, სანტექნიკურ არმატურას ყოველგვარი მინარევისგან.

უპირატესობები:

  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
  • ფილტრაციის მაღალი წარმადობა
  • უჟანგავი ფოლადის კორპუსი
  • მემბრანის მარტივი გამორეცხვა
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება

ტექნიკური მახასიათებლები: 

  • ფილტრაციის სიჩქარე JK-3500 : 500-3500 ლ/სთ
  • ფილტრაციის სიჩქარე JK-6000 : 1500-6000 ლ/სთ
  • ფილტრაციის სიჩქარე JK-10000 : 2500-10000 ლ/სთ
  • ფიტლტრაციის საფეხური: 1
  • დაყენების ადგილი: ცენტრალური მილი
  • შემომავალი წყალი: მუნიციპალური
  • სამუშაო წნევა: 1 – 4 ატმ
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა: +5-+35°C
  • გაბარიტული ზომები: 520(925)*180*180მმ
  • მაგისტრალის მიერთება (გარე ხრახნი): 1″ (1 ,5″)
  • დრენაჟის მიერთება (გარე ხრახნი): ½ ” (1″)
  • ელ. ენერგია: არ საჭიროებს
  • წონა: 5.5 / 8.5 / 10 კგ
  • გარანტია: 1 წელი