KARIZZMA გაზის წყლის გამაცხელებელი
₾775,00 – ₾955,00
KARIZZMA-ს განახლებული გაზის წყლის გამაცხელებელი ციფრული ეკრანით, სპილენძის დახურული წვის კამერით და ტემპერატურის ავტომატური რეგულირებით. წყალგამაცხელებელი ავტომატურად ინარჩუნებს მითითებულ ტემპერატურას, წყლის წნევის ცვლილების მიუხედავად.
უჟანგბადო სპილენძის წვის კამერა და გაწოვის ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წყლის გამაცხელებლის ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადას და ენერგოეფექტურობას.
წყლის გამაცხელებელი KARIZZMA სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ევროპულ სტანდარტებს.
KARIZZMA-ს ევროპული სტანდარტებით (CE) სერტიფიცირებული გაზის წყლის გამაცხელებელი დახურული წვის კამერით, სრულად აკმაყოფილებს გაზზე მომუშავე პროდუქციის შესაბამისობის ყველა თანამედროვე მოთხოვნას. შესაბამისად – ენერგოეფექტური და სრულიად უსაფრთხო პროდუქტია ცხელი საყოფაცხოვრებო წყლის მისაღებად.
სენსორულ ეკრანზე წყლის ტემპერატურის მითითების შემდეგ, გაზის წყალგამაცხელებელი ავტომატურად არეგულირებს გაზისა და წყლის წნევას. მოწოდებული წნევის ცვლილების მიუხედავად, გამაცხელებელი ინარჩუნებს წყლის ტემპერატურას.
გამაცხელებლის დახურული წვის კამერა დამზადებულია უჟანგბადო სპილენძისგან, რაც ზრდის მის ექსპლუატაციის ვადას და ენერგოეფექტურობას. ასევე, აჯანსაღებს წყალს – ხელს უშლის ბაქტერიებისა და ვირუსების გამრავლებას.გაწოვის განახლებული სისტემა ქვემო გაწოვის ტექნოლოგიით ამცირებს თბოდანაკარგს. KARIZZMA გაზის წყლის გამაცხელებელი დახურული წვის კამერით აღჭურვილია თვითდიაგნოსტიკის ფუნქციითა და დაცვის მრავალდონიანი სისტემით:
- ცვალებადი ძაბვის, გაზისა და წყლის წნევისგან დაცვა;
- წვის სისტემის გადახურებისა და არასრული წვისგან დაცვა.
მახასიათებლები:
- შემცირებული გამონაბოლქვი (Low NOx)
- ტემპერატურის ციფრულად რეგულირება
- განახლებული გამწოვის სისტემა
- სენსორული მართვის პანელი
- წყლის ხარისხის 3 დონიანი დაცვა
- გადახურებისგან დაცვა
- ეფექტურობა ქარისა და ყინვის დროს
- ხმაურის დაბალი დონე
- შეუსაბამო წყლის წნევისგან დაცვა
ლიტრაჟობა |
11 ,13 ,16 |
---|---|
ბრენდი |
Karizzma |

KARIZZMA–ს მწარმოებელი ქარხანა დაარსდა 1991 წელს. კომპანიის ძირითადი პრინციპია: მაღალი ხარისხის გამათბობელი მოწყობილობების პროექტირება და წარმოება, რომლებიც შეესაბამება მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნილებებს.
მსგავსი პროდუქტები

Colorful მზის უწნევო წყლის გამაცხელებელი
₾859,00 – ₾1515,00
Combi Coil მზის წნევიანი წყლის გამაცხელებელი
₾2132,00 – ₾3011,00


