ავტომატური გილზა

ჰაერის ავტომატურად მიმწოდი უნივერსალური სარქველი – გილზა უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობისა და მუდმივი ბუნებრივი ვენტილაციის მაქსიმალურ ხარისხს. სარქველის რეგულირება ხდება ავტომატურად ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე სენსორის მეშვეობით.

კატეგორია:
აღწერა
უპირატესობები:
  • სარქველი გამოიყენება როგორც კომერციული დანიშნულებით ასევე საცხოვრებელი ბინებისათვის, ვისთვისაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი.
  • სარქველი მონტაჟდება კედელში და საშუალებას იძლევა ფანჯრის გამოღების გარეშეც მოხდეს ჰაერის მიწოდება.
  • გარედან შემოსული ხმაურის დასახშობად სარქველში ჩამონტჟებულია ხმაურდამხშობი.
  • სარქველის ავტომატური გახსნა დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე. ყინვის დროსაც კი სარქველი გახსნილია მინიმალურ დონეზე ბუნებრივი ვენტილაციისათვის.
  • კედლის მაქსიმალური სისქე სადაც შეიძლება ჩამონტაჟდეს სარქველი არის 500 მმ.
  • სარქველს ასევე აქვს ხელით რეგულირების საშუალება, შესაძლებელია გაიხსნას და დაიკეტოს.
  • პროდუქცია შესრულებულია უმაღლესი ხარისხის პლასტმასით.
  • სამონტაჟოდ მარტივია.
მახასიათებლები:
  • სარქველის ცხაურის დიამეტრი: 147 – 207 მმ.
  • ჰაერის მოცულობა: V = 25 – 100  მ3/სთ.
  • მარეგულირებელი ტემპერატურული დიაპაზონი: -6°C-დან +20°C-მდე.