HYDROPUL HOT 1 წყლის ფილტრი
HYDROPUL HOT 1 წყლის ფილტრი იდეალურია სახლის პირობებში გამოყენებისათვის და გამოირჩევა მონტაჟის და ექსპლუატაციის სიმარტივით. HYDROPUL HOT შექმნილია ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომელსაც გააჩნია თვითწმენდის ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს ნაწილაკების მოშორების მაღალ დონეს ფილტრის კარტრიჯიდან. ფილტრში მოთავსებულია უჟანგავი მეტალის მრავალჯერადი კარტრიჯი, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს წყლის ფილტრაციას. მოცემული ფილტრი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ცივი ასევე ცხელი წყლის ფილტრაციისთვის.
ძირითადი მახასიათებლები:
- არატოქსიკური მასალა, გამოიყენება სასმელი წყლის სისტემაზე
- სწრაფი და მარტივი თვითწმენდის ფუნქცია
- მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურა: 70 °C
- მინიმალური სამუშაო ტემპერატურა: 4°C
- მაქსიმალური სამუშაო წნევა: 8 bar
- შემაერთებლის ზომა: 3/4”, 1”
ბრენდი |
Atlas Filtri |
---|
იტალიური კომპანია Atlas Filtri დაარსდა 1975 წელს და 40 წელზე მეტია მოღვაწეობს წყლის მოვლისა და ფილტრაციის ინდუსტრიაში.
კომპანიას წამყვანი მოწინავე პოზიცია უჭირავს წყლის ფილტრაციის მიმართულებით, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიულ სექტორში. ამჟამად იგი ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 90-ზე მეტ ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ Atlas Filtri-ი გამოირჩევა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, რომლებიც შეესაბამება უსაფრთხოების და ხარისხის ევროპულ სტანდარტებს. კომპანიის ხედვა ყოველთვის ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რათა შექმნას თანამედროვე და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს.