ABSOLUTE 6 UV უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა სტერილიზატორით
₾628,00
კლასიკური უკუ ოსმოსის ფილტრი UV სტერილიზატორით
უკუ ოსმოსის ფილტრების დროში გამოცდილი სტანდარტული მოდელი წნევის შემქნელი ტუმბოთი და სამარაგო ავზით. ულტრაიისფერი სტერილიზატორის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ბიოლოგიური დაბინძურების შემთხვევაშიც კი წყლის საიმედოთ გაფილტრვა.
ინტეგრირებული წყლის ტუმბო
სისტემაში ინტეგრირებული ტუმბო ქმნის უკუ ოსმოსისთვის საჭირო წნევას. ამრიგად, სასმელი წყლის ფილტრი აღარ არის დამოკიდებული წყალსადენში არსებულ წნევაზე და გამართულად მუშაობს დაბალი შემომავალი წნევის შემთხვევაშიც.
პირველადი წმენდის ფილტრები
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის კარტრიჯი PP-10 აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- ქოქოსის გრანულირებული ნახშირის კარტრიჯი GAC-10. აშორებს ქლორს და მის შენაერთებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ორგანულ ნივთიერებებს და ზოგირთ მეტალს (ბენზოლნაერთები), აირებს. აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ქოქოსის დაპრესილი ნახშირის კარტრიჯი CTO-10. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
ძირითადი ფილტრი – უკუ ოსმოსის მემბრანა
უკუოსმოსის მემბრანა 1812-50GDP. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
გაფილტრული წყლის სასმელ კონდიციამდე მიყვანა
ნახშირის პოსტკარტრიჯი In-Line T-33. აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
ტექნიკური მახასიათებლები
- ონკანის ნაკადი: 1.0 ლ/წთ
- ფილტრაციის სიჩქარე: 0.130 ლ/წთ
- წარმადობა 24 საათში: 187 ლ
- ავზის მოცულობა: 12 ლ
- წყლის მარაგი: 5 ლ
- ფიტლტრაციის საფეხური: 5+1
- დაყენების ადგილი: კარადა
- შემომავალი წყალი: მაღალი სიხისტის
- შემომავალი მინ. წნევა: 0.5 ატმ
- ელ. ენერგია: 20V, 30W
- წყლის დასაშვები ტემპერატურა: +5-+35°C
- გაბარიტული ზომები: 36*15*44სმ
- წონა: 7.6 კგ
- გარანტია: 2 წელი
უპირატესობები
- ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
- დაგროვების ავზი 12ლ (წყლის მარაგი 5ლ)
- შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
- დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
- რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
- კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
- წყალში გახსნილი 98% მინარევების მოშორება
- წყლის სტერილიზაცია ულტრაიისფერი სხივებით






