KINGSPAN-ის ბრენდმა მიიღო ჯილდო კლიმატის ცვლილებაზე დადებითი გავლენისთვის!
მშენებლობის წარმოების ლიდერმა ბრენდმა, Kingspan-მა, წელს 2 დიდი ნაბიჯი გადადგა მდგრადობისაკენ.
- „ირლანდია-საფრანგეთის ბინზეს დაჯილდოვება 2019“ (Ireland France Business Awards 2019)
2019 წლის ირლანდია-საფრანგეთის ბინზეს დაჯილდოვებაზე Kingspan-ს მიენიჭა სპეციალური ჯილდო კლიმატის ცვლილებებზე დადებითი გავლენის მოხდენისთვის. ეს ჯილდო არის გაცემული ფრანგული და ირლანდიული სავაჭრო პალატის მიერ, რომელიც მიისწრაფის საფრანგეთისა და ირლანდიის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერებისკენ.
2011 წელს, Kingspan-მა მიზნად აიღო 2020 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ყველა ქარხანის ენერგიის მომარაგება მომხდარიყო ადგილზე წარმოებული განახლებადი ენერგიით. 2030 წლისთვის კომპანია გეგმავს მიაღწიოს „ნეტ ზერო ენერგიას“ (Net Zero Energy)* და „ნახშირბად დადებით წარმოებას“ (Carbon Positive Manufacturing)
- ლონდონის საფონდო ბირჟის „მწვანე ეკონომიკის“ (Green Economy Mark) კლასიფიკაცია
Kingspan-ის წვლილის და მისწრაფებების აღიარების ნიშნად ლონდონის საფონდო ბირჟამ კომპანიას მიანიჭა „მწვანე ეკონომიკის“ (Green Economy Mark) კლასიფიკაცია. ეს კლასიფიკაცია აღნიშნავს კომპანიებს, რომელთა შემოსავლის 50% და 100%-ს შეადგენს ისეთი პროდუქციისა და სერვისის შემოსავალი, რომელთაც შეაქვთ წვლილი მსოფლიოს მწვანე ეკონომიკის (Global Green Economy) განვითარებაში.
*ნეტ ზერო ენერგია (Net Zero Energy) - სტრატეგია, რომლის მიხედვით შენობის მიერ გამოყენებული ჯამური ენერგია წლის განმავლობაში ტოლია მის მიერ წარმოებული განახლებადი ენერგიის რაოდენობას. ასეთ ტიპის შენობებს ასევე უწოდებენ ნულოვანი ენერგიის შენობები (zero-energy building).
*ნახშირბად დადებითი წარმოება (Carbon Positive Manufacturing) - სტრატეგია, რომელიც მიისწრაფის წარმოებიდან წიაღისეული საწვავზე დაყრდნობილი ენერგიის წყაროების სრულ
წყარო: https://bit.ly/2ubMnHl