ქებული კლიმატი საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. 
							
								2005							
						
																									კომპანია 2005 წელს დაარსდა და თავდაპირველად ქართულ ბაზარზე „თერმარსენალის“ სახელით იყო ცნობილი. ამავე წლიდან, კომპანია BOSCH-ის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.
 
									
							
								2006							
						
																									 
									2006 წელს “თერმარსენალი” წყლის ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებლის, დანიური კომპანია GRUNDFOS-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
							
								2007							
						
																									2007 წლიდან კომპანიამ დაიწყო გაფართოება რეგიონებში. ამ წელს გაიხსნა "თერმარსენალის" პირველი ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში.
 
									
							
								2010							
						
																									 
									2010 წელს აშენდა მაღაზიათა ქსელის ცენტრალური საწყობი, რომლის ფართიც 4000კვ.მ-ს შეადგენს და სადაც მუდმივად ინახება 1500-ზე მეტი სახეობის პროდუქტი.
							
								2011							
						
																									2011 წელს დასრულდა კომპანიის სათავო ოფისის მშენებლობა თბილისში, ბელიაშვილის ქ.40.
 
									
							
								2012							
						
																									 
									2012 წელს “თერმარსენალი” ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა.
							
								2013							
						
																									2013 წელს კომპანიამ გაგრილების მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა, ამ წლიდან “თერმარსენალი” კონდიციონერების უმსხვილესი მწარმოებლის, HAIER-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
 
									
							
								2014							
						
																									 
									2014 წელს, კომპანიამ უფრო ვრცლად აითვისა ვენტილაციის მიმართულება და ბრიტანული გიგანტის, KINGSPAN-ის, ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია KINGSPAN-ის წინასწარ იზოლირებული პანელები სავენტილაციო ჰაერსატარებისთვის, რომელთაც აქვთ მრავალი ტექნიკური უპირატესობა ტრადიციულ თუნუქთან მიმართებაში.
							
								2015							
						
																									2015 წელს მოხდა კომპანიის რესტრუქტურიზაცია და რებრენდინგი, რის შედეგადაც, შპს "თერმარსენალი" გარდაიქმნა სს «ქებული კლიმატად».
ამავე წლიდან «ქებული კლიმატი» სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების სისტემების მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული კომპანია RHEEM-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ.
 
									
							
								2016							
						
																									 
									2016 წლისთვის «ქებული კლიმატის» მაღაზიათა ქსელი 12 ფილიალს შეადგენს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. «ქებული კლიმატის» მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ: თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში.
							
								2020							
						
																									2020 მაისში "ქებული კლიმატი" ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლით უზრუნველყოფის ქვაბების მწარმოებელი იტალიური ბრენდის, Ferroli-ის, საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ამავე წელს ზაფხულში, ქებული კლიმატის ახალი ფილიალი გაიხსნა ახალციხეში.
 
									
							
								2023							
						
																									 
									2023 წლის დეკემბერში, მარნეულში, რუსთაველის ქ. N15-ში, "ქებული კლიმატის" ახალი ფილიალი გაიხსნა.
							
								2024							
						
																									 
									 
	
 
							 
							 
							 
							
 
							 
							 
							 
							 
					
 
								 
							 
							 
		 
		 
		 
		
 
							 
							 
							 
							

