სიახლეები

კომპანია Grundfos-მა გლობალური ინოვაციის ჯილდო მიიღო!

Frost & Sullivan– მა დააჯილდოვა Grundfos მისი წვლილისთვის მოწინავე მდგრადი წყლის გადაწვეტილებების მიწოდებაში მსოფლიოსთვის.

გლობალური კვლევითი კომპანია აფასებს Grundfos-ის მისწრაფებებს, რომლებიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე წყლის გამოწვევების გადაჭრაზე. მზის ენერგიაზე მომუშავე ტუმბოების შემოღებით, რომლებიც ამავედროულად ადვილია დასამონტაჟებლად, გრუნდფოსი ხელს უწყობს ინიციატივებს ინოვაციური ბიზნეს მოდელების შესაქმნელად.

Frost & Sullivan- ის თანახმად, Grundfos აძლევს თავის მომხმარებელს მთელს მსოფლიოში უკეთეს ხელმისაწვდომობას მდგრადი წყლის სატუმბე სისტემებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ინოვაციურ, საიმედო ტექნოლოგიასა და პროფესიონალურ მომსახურებას, მათ შორის მზის ენერგიის მომუშავე წყლის ტუმბოების და Lifelink პროდუქტის ხაზის მეშვეობით.

Frost & Sullivan– ის რიგ გადაწყვეტილებებს შორის ხაზს უსვამს Grundfos 'Lifelink– ის პროდუქციას, მათ შორის AQtap - კლაუდთან დაკავშირებული წყლის დისპენსერები (ასევე ცმობილი როგორც წყლის ATM) - რომელიც შესაძლებელია შეივსოს მობილური ტელეფონების საშუალებით, აგრეთვე Aqpure, წყლის გამწმენდის ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სასმელ წყალს.

გრუნდფოსი აგრძელებს მუშაობას თავის ადგილობრივ პარტნიორებთან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN Sustainable Development Goals- SDGs) 6 და 13 ჭრილში გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. ინსტალაციის საწყისი პროცესის დასრულების შემდეგ, Grundfos ახდენს ადგილობრივი ტექნიკოსების რეკრუტინგს და დატრენინგებას სატუმბე სისტემის მუშაობასა და შენარჩუნებაზე, რითაც ქმნის ადგილობრივ სპეციალისტებს.

წყარო: https://bit.ly/2wb0OMm