უბედური შემთხვევა თუ დაუდევრობა?!
“გაზით” მოწამვლის შესახებ ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ ამით დიდად არაფერი შეცვლილა - წლებია, მოსახლეობა ბუნებრივი თუ მხუთავი აირების გაჟონვის საფრთხის წინაშე დგას. სტატისტიკა, ამ მხრივ, საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, გაზით მოწამვლის 3356 შემთხვევაა აღრიცხული, 13 მათგანი ლეტალური შედეგით დასრულდა. საგანგაშო მონაცემები გვაქვს ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი ხანძრებისა თუ აფეთქებების მხრივაც...
რამდენიმე დღის წინ, პირადი საჭიროებისთვის კომპანია “ქებული კლიმატში” ვიმყოფებოდი, სადაც ზემოთ ხსენებულ თემაზეც ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. კომპანიის ტექნიკურ დირექტორ ბატონ თამაზ სვანიძესთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ “ქებული კლიმატის” ხედვა და გამოცდილება “კვირის პალიტრის” მკითხველებისთვისაც გაგვეზიარებინა.
-ბატონო თამაზ, პირველ რიგში იქნებ გვითხრათ, თქვენი აზრით, რატომ არ იცვლება სტატისტიკა? თითქოს და, ყველამ გაიგო, რომ გაზთან სიფრთხილეა საჭირო.
-მართალია, ყველამ იცის, რომ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში საამისოდ არაფერს აკეთებენ. ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია, როგორც არაინფორმირებულობით, ასევე ადამიანების განცდით, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ცუდი სადღაც შორს არის, ტელევიზორშია და მას ეს არ ემუქრება.
იმის გააზრება, რომ რეალურად საფრთხე არსებობს ყველგან, სადაც გაზია შეყვანილი, მნიშვნელოვნად შეცვლიდა სურათს.
მეორე საკითხი უფრო კომპლექსურია. ეს არის კანონმდებლობით ხარისხის (ნორმების) განსაზღვრა და სპეციალისტების სერტიფიცირება. არც მოსახლეობამ და სამწუხაროდ, არც მემონტაჟეებმა, სრულყოფილად არ იციან რა მასალების თუ დანადგარების გამოყენება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ამის არც კონტროლის მექანიზმი არსებობს. გაზმომარაგების სისტემებში თითოეული დეტალის თვისებები და ხარისხი, შუასადები იქნება ის, მილი, სარქველი თუ დანადგარი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, თუნდაც, წყალმომარაგების. წყლის გაჟონვა თვალითაც შესამჩნევია და ჯანმრთელობისთვის სავალალო როდია, რასაც ვერ ვიტყვით გაზის გაჟონვაზე.
-გასაგებია. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა ინფორმაცია სჭირდება მოსახლეობას საფრთხეების უკეთესად განსაზღვრისათვის?
-ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს საფრთხის წარმოშობის წყაროები. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ აფეთქებაზე ან ხანძარზე, აქ საქმე გვაქვს ბუნებრივი აირის გაჟონვასთან. ეს შეიძლება იყოს როგორც ღიად დატოვებული გაზქურის ჩამკეტი, ასევე, შესაძლებელია, გაზი გამოდიოდეს შეერთების ადგილებიდან ან ძველი, დამსკდარი მილებიდან. ბუნებრივი აირით მოწამვლა კი, იშვიათია, ვინაიდან ოდორანტების შერევის გამო, მას გააჩნია სპეციფიკური სუნი და ამიტომ გაჟონვაც “ადვილი” შესამჩნევია.
მხუთავი აირის, ე.წ. “ცეო” (CO)-ს შემთხვევაში სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია. მხუთავი აირი წარმოიქმნება ბუნებრივი აირის წვის შედეგად. მას არ გააჩნია სუნი და ფერი. მისი დაგროვება საცხოვრებელ ფართობში ხდება ძირითადად გამწოვი სისტემების ხარვეზის ან ფართობის არასაკმარისი ვენტილაციის გამო.
ჰაერში მხუთავი აირის მაღალი კონცენტრაცია გარდაუვალი სიკვდილის საწინდარია. ნახშირბადის მონოქსიდი (CO) იწვევს ორგანიზმის ნელ მოწამვლას დაბალი კონცენტრაციის დროსაც. რეაგირების გარეშე, დაახლოებით 7 საათში, შესაძლოა სავალალო შედეგიც მივიღოთ. მგრძნობიარე ორგანოები, როგორიცაა ტვინი, გული და ფილტვები, ყველაზე მეტად ზიანდებიან ჟანგბადის უკმარისობის გამო.
როგორ უნდა მოვიქცეთ საშიშროების თავიდან ასაცილებლად?
ნებისმიერი დანადგარის მონტაჟი აუცილებლად უნდა მივანდოთ გამოცდილ სპეციალისტს და თავადაც კარგად გავეცნოთ დანადგარების მონტაჟის და ექსპლუატაციის ინსტრუქციებს. სასურველია, სამზარეულოში გვქონდეს დამონტაჟებული გამწოვი მოწყობილობა ან ხშირად გავანიავოთ ოთახი. პერიოდულად ჩავუტაროთ შემოწმება ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარებს.
არსებობს თუ არა დამატებითი უსაფრთხოების საშუალებები?
დიახ, არსებობს როგორც ბუნებრივი, ასევე მხუთავი აირის დეტექტორები. მე გირჩევთ გამოიყენოთ კომპლექსური დეტექტორი, რომელიც რეაგირებს როგორც ბუნებრივი, ასევე მხუთავი აირის გაჟონვის დროს. ასეთი დეტექტორები აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც უბედური შემთხვევების პრევენციის საუკეთესო საშუალება.
რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია ასეთი კომპლექსური დეტექტორი?
-დეტექტორის ღირებულება 49 ლარია. საჭიროა მხოლოდ მისი კედელზე დამონტაჟება, ქსელში ჩართვა და ის 24 საათის განმავლობაში დაგიცავთ უბედური შემთხვევებისგან.
კომპლექსური დეტექტორი სიახლეა საქართველოს მოსახლეობისათვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ მომხმარებლებს სრული ინფორმაცია. საყოფაცხოვრებო ტექნიკის პარტნიორ ქსელებთან ერთად, “ქებული კლიმატი” ზრუნავს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დროულად გაიგოს ამ საშუალების შესახებ.
P.S. კომპლექსური დეტექტორი უკვე წარმოდგენილია “ქებული კლიმატის” თბილისის და ყველა რეგიონალურ ფილიალში, ასევე მაღაზიათა ქსელებში: ელიტელექტრონიქსი, სმაილი, ალტაოქეი, ინტერნეტში ონლან მაღაზია ბე.გე-სა, სამშენებლო მარკეტებში: ბაუმარკეტი-რუსთავი, გორგია, დომინო.
სამწუხაროდ, მხუთავი აირით მოწამვლის სიმპტომები ხშირად ერევათ სხვა დაავადების სიმპტომებში: თავის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, საკვებით მოწამვლის მსგავსი სიმპტომები, უსაფუძვლო ღებინება, დაღლილობის შეგრძნება, ფიზიკური სისუსტე, გონების დაბინდვა, მხედველობის გაუარესება, შფოთიანი ძილი, შენელებული რეაქცია, კლაუსტროფობიის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სმენის დაქვეითება. მხუთავი აირით მოწამვლაზე მიუთითებს ზემოთხსენებული სიმპტომების შემდეგ გარემოებებთან თანხვედრა:
მთელი ოჯახი ერთდროულად იგრძნობთ თავს შეუძლოდ;
სახლიდან გასვლისას “გრიპის” სიმპტომები გიმცირდებათ;
სიმპტომები ძლიერდება, როდესაც იყენებთ გაზის დანადგარებს.
ჰაერში მხუთავი აირის არსებობა სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს მეხსიერების და ტვინის მუშაობის უნარზე, ზოგად ქცევებზე და ცნობიერებაზე.