ბლოგი

ცეცხლმაქრები

აალებადი ნივთიერებების და მასალების ინტენსიური გამოყენების პირობებში, ხანძრის ჩაქრობის ეფექტური მეთოდები წინა პლანზე დგას. ადამიანების და მოწყობილობების დაცვა განისაზღვრება ცეცხლმაქრების რაოდენობითა და სანდოობით.  

ნებისმიერ კომპანიაში ცეცხლმაქრს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების სიაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ცეცხლმაქრის რაოდენობის დადგენა, ყოველი საექსპლუატაციოდ ჩაბარებული ობიექტის შემთხვევაში, ხდება უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო შესაბამისობის ნორმების მიხედვით. გამოიყენება საცხოვრებელ ფართში, სასტუმროებში თუ მაღაზიებში, როგორც შესაძლო ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. ცეცხლმაქრს ყოველთვის შევამჩნევთ მისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე, შეიძლება დავინახოთ ავტობუსში, ლიფტთან და სხვა ჩვენთვის ჩვეულ ადგილებში. 

ცეცხლმაქრების კლასიფიკაცია პირდაპირაა დაკავშირებული იმ პარამეტრებთან, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი დაყოფა, კერძოდ: ამუშავების მეთოდის, რეაგენტის მდგომარეობის - ფხვიერია, აეროზოლური თუ ქაფიანი, კორპუსის მოცულობის და ხანძრის კერის მიმართულებით შიგთავსის მიწოდების ფორმის, ჩამრთავი მოწყობილობის ტიპის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. 

აეროზოლური ცეცხლმაქრები.

  გამოიყენება ადვილადაალებადი და წვადი სითხეების ან ნებისმიერი მყარი ნივთიერების წვის დროს. გარდა ტუტე ან ჟანგბადის შემცველი მასალებისა.  ასეთი ცეცხლმაქრების საშუალებით შეიძლება ჩავაქროთ ხანძარი ძაბვის ქვეშ არსებულ ელექტრომოწყობილობებზე. ცეცხლის ჩამქრობი საშაულება მსგავს ცეცხლმაქრებში არის ჰალოგენირებული ნახშირწყალბადები. ეს არის ფრეონი ან მისი ნარევი, ეთილის ბრომიდი ან მისი ნარევი ფრეონთან, ასევე, ზოგიერთი სხვა ნივთიერებაც.

ცეცხლმაქრი ნახშირორჟანგით

ამ ცეცხლმაქრისთვის გამოიყენება თხევადი ნახშირორჟანგი, როგორც ხანძრის ჩაქრობის ეფექტური საშუალება. იყოფა სტაციონარულ, მობილურ და ხელით სამუშაო ეგზემპლიარებად. 

ჰაერ-ქაფის ცეცხლმაქრი

რუსეთში გამოიყენება 6%-იანი ქაფწარმომქმნელი წყალხსნარი, ხოლო სხვა ქვეყნებში ე.წ. „მსუბუქი წყალი“ - იგივე ჩალბობილი რეაგენტი, ანუ დამატენიანებელი საშუალება. ეფექტურობის თვალსაზრისით, ასეთი ცეცხლმაქრი მნიშვნელოვნად (2.5-ჯერ) სჯობნის ქიმიური ქაფის მქონე ცეცხლმაქრებს. მისი ხანძრის ქრობის შესაძლებლობა (თუ ეფექტურობა) აღემატება იმავე სიმძლავრის მქონე უცხოურ ანალოგებს. საჰაერო-მექანიკური ქაფის საშუალებით აქრობენ ნებისემიერ წვად მასალაზე გაჩენილ ხანძარს.  არაა განკუთვნილი ძაბვის ქვეშ არსებულ ელექტრომოწყობილობებზე, ტუტე ლითონებზე და იმ ნივთიერებეზე გაჩინილი ხანძრის ჩასაქრობად, რომლებიც ჰაერზე წვდომის გარეშე იწვიან. 

ფხვიერი ცეცხლმაქრი

ძალიან ეფექტურია A-დან E კლასის ყველა ტიპის ხანძრის ლიკვიდაციისას. არის სტაციონარული, მობილური და ხელის. ცეცხლის ჩამქრობი ნივთიერება არის ფხვნილი: ზოგადი ან სპეციალური დანიშნულების. აქრობენ ხანძარს ტყეში, ნებისემიერ მასალაზე, რომელიც ნახშირბადის საფუძველზეა შექმნილი. სპეციალური ფხვნილი გამოიყენება თხევადი მასალების, ორგანული შენაერთების, ალუმინის მასალების და ყოველგვარი პიროფორული (თვითაალებადი) ნივთიერებების აალების შემთხვევაში. 

ავტომატური ცეცხლმაქრი

განკუთვნილია ხანძრის ლოკალიზაციისთვის, ადამიანის მონაწილეობის გარეშე. ამონტაჟებენ საწყობებში, სამრეწველო და საოფისე შენობებში, სავაჭრო და საცხოვრებელ ადგილებში. ნათელი უპირატესობა - სრული ავტონომიურობა. ირთვება გარკვეულ ტემპერატურაზე გახურების შედეგად. შეიძლება გამოვიყენოთ ხანძრის ჩაქრობის კომპლექსურ სისტემებშიც. შეუცვლელია წყლის ტრანსპორტზე, საავიაციო ობიექტებზე, სარკინიგზო ტრანსპორტში. გამოიყენებენ მობილური ცეცხლმაქრების ნაცვლად და მათთან ერთად: კომპლექსურად.