Haier მცირე კომერციული მონო სპლიტ სისტემები
₾1497,00 – ₾9545,00
მცირე კომერციული მონო სპლიტ კონდიციონერები გათვლილია ინდუსტრიული და საოფისე ფართების გაგრილება-გათბობისთვის. დახვეწილი დიზაინი და მუშაობის მძლავრი პარამეტრები სასურველი მიკროკლიმატის შექმნის საშუალებას იძლევა.
ფასისა და მარაგების დასაზუსტებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
Haier Convertible Type on/off ჭერ იატაკის კონდიციონერი გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით და დაბალი ენერგომოხმარებით. ვენტილატორის ახალი დიზაინი და ჰაერის ნაკადის გაუმჯობესებული სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ და ეფექტურ განაწილებას მთელ სივრცეში, ხოლო სპეციალური ფილტრები ინარჩუნებს ჰაერის სისუფთავეს.
ჭერ-იატაკის კონდიციონერს აქვს ხმაურის შემცირების რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს ღამის საათებში.
გარე ბლოკის უპირატესობები:
- მაღალეფექტური – Scroll compressor
- ენერგომოხმარების მაღალი კლასი (გაგრილება/გათბობა)
- მარტივი სამონტაჟო
- კომპაქტური და დახვეწილი დიზაინი.
- თბური ტუმბო (ზამთარ/ზაფხული).
- სამუშაო ტემპერატურის დიდი დიაპაზონი (-7~24°C)
- ხმაურის მინიმალური დონე
- “R410A” – ECO FRIENDLY ფრეონი
შიდა ბლოკის უპირატესობები:
- კომფორტული ძილის რეჟიმი
- დაბერვის ძლიერი ნაკადი
- ხმაურის უმცირესი მაჩვენებელი “სუპერ ჩუმი რეჟიმი”
- ავტო რესტარტი
- კლიმატ-კონტროლი
- Wi-Fi მართვა 3 წუთიანი მონიტორინგი
- 24სთ ტაიმერი
- ინვერტორული ძრავი
- ჰაიერის გამოშრობის ფუნქცია
- 3D ავტომატური დაბვერვა
არხული კონდიციონერი
არხული კონდიციონერი არის საჰაერო კონდიცირების სისტემის ტიპი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი და მცირე კომერციული სივრცეების გათბობა/გაგრილებისთვის. მუშაობს ჰაერსატარების მეშვეობით, მონტაჟდება შენობის სხვენში, ან გადახურვის ქვეშ, შეკიდული ჭერის უკან. არხულ კონდიციონერს გააჩნია შიდა ფანკოილი, ფანკოილის ცენტრალური ადგილიდან გადის ჰაერსატარების იმდენი არხი, რამდენ ოთახშიცაა სასურველი გაგრილება/გათბობა. გადამუშავებული ჰაერის განაწილების ამ პრინციპით მთელს მოცულობაში მიიღწევა ერთნაირი ტემპერატურა. არხული კონდიციონერი იმართება კედლის თერმოსტატით.
– – ახალი დიზაინის 3D ჰაერის ნაკადის მიმმართველები
– კომპაქტური დიზაინი
– ჰაერის შესასვლელის არჩევანი (დაბლიდან,გვერდიდან)
– სადრენაჟო გამოსასვლელის არჩევანი (მარჯვნივ, მარცხნივ)
კასეტური კონდიციონერი - Cassette AC
კასეტური კონდიციონერი არის სპლიტ სისტემის ტიპი, სადაც შიდა ბლოკი დამონტაჟებული არის შეკიდულ ჭერში, ჭერის ზედაპირზე ჩანს მხოლოდ დეკორატიული პანელი. მოწყობილობას, როგორც წესი, აქვს კვადრატული ან მართკუთხა ფორმა და მისი დეკორატიული პანელი შექმნილია ისე რომ, ჰარმონიულად ჩაეწეროს ჭერის დიზაინში. კასეტური კონდიციონერის შიდა ბლოკი ძირითადად მონტაჟდება ოთახის ჭერის ცენტრში, უბერავს ოთხ მხარეს, ხოლო ჰაერს იღებს მოწყობილობის ცენტრიდან. გათბობა/გაგრილების ეს სისტემა ძირითადად გამოიყენება ბანკებში, ოფისებში და სასტუმროებში. კასეტური კონდიციონერი იმართება როგორც კედლის თერმოსტატით, ასევე ინფრაწითელი გამოსხივების დისტანციური პულტით.
- ინოვაციური დამოუკიდებელი ჰაერის ნაკადების მართვა
- ჰაერის მიმმართველების ავტომატური რეჟმი (AutoSwing). დახრის კუთხე: 0-da 70 გრადუსამდე
- მარტივი ინსტალაცია
ბრენდი |
Haier |
---|---|
ტიპი |
არხული ,კასეტური ,ჭერ-იატაკი |
სიმძლავრე (კვტ) |
-7.1კვტ; +8კვტ; ,-7.25კვტ; +7.4კვტ ,-7.2კვტ; +7.7კვტ; ,-7.8კვტ, +8.15 ,-9.5 კვტ; +10.5 კვტ; ,-10კვტ; +10.5კვტ ,-10.55კვტ; +11.5კვტ; ,-10კვტ; +11.7კვტ; ,-12.3 კვტ; +12.7 კვტ; ,-13.5კვტ; +14.4კვტ; ,-13.5კვტ; +15კვტ; ,-14კვტ; +16კვტ; ,-14კვტ; +17კვტ; ,-15.5კვტ; +16.8კვტ ,-16.00კვტ; +17.2კვტ; |
Haier- ეს არის ჩინური კომპანია, რომელიც ელექტრო ტექნიკას აწარმოებს. იგი დაარსდა 1984 წელს. კომპანიის არსებობის განმავლობაში პროდუქციის ასორტიმენტი გაიზარდა. დღესდღეობით, კომპანია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია. იგი მომხმარებელს სთავაზობს 96 სამოდელო სერიასა და პროდუქციის 15 000 მოდელს: LCD-ტელევიზორებს, პლაზმურ პანელებს, DVD-პლეერებს, მობილურ ტელეფონებს, ნოუთბუქებს, სარეცხ მანქანებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, მაცივრებს, მიკროტალღოვან ღუმელებს, კონდიციონერებს და ა.შ.