Ferroli CALYPSO ელექტრო წყლის გამაცხელებელი

425,00699,00

ელექტრო წყლის გამაცხელებელი Ferroli CALYPSO – იდეალურია საცხოვრებელი სახლების, ბინებისა და კომერციული სივრცეებისთვის, სადაც სტაბილური და ეკონომიური ცხელი წყლის წყარო აუცილებელია. მისი მარტივი მონტაჟი და გამძლე კონსტრუქცია უზრუნველყოფს ხანგრძლივ და საიმედო ექსპლუატაციას.

დამზადებულია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით და აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ, უმაღლეს, ERP ენერგოეფექტურობის სტანდარტებს.

აღწერა

Ferroli CALYPSO – ეს არის იტალიური ბრენდის ყველაზე პოპულარული, ვერტიკალური ელექტრო წყლის გამაცხელებელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ეკონომიურობითა და გამძლეობით. საიმედო და ეკონომიური გადაწყვეტა ცხელი წყლისთვის. 

გარანტია:

  • ავზზე 3 წელი
  • ტენზე 1 წელი

მახასიათებლები:

  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოდელი 50-დან 150 ლიტრამდე მოცულობით
  • ხუთხრახნიანი მილტუჩი, რომელიც უზრუნველყოფს ტენის სიმტკიცესა და მარტივ, პერიოდულ მოვლას
  • ტემპერატურის კონტროლი მექანიკური თერმოსტატის საშუალებით
  • ტემპერატურის დონის მაჩვენებელი
  • ჩართვა/გამორთვის განათების ინდიკატორი
  • წნევის შემსუბუქების სარქველი, დაყენებულია 8.5 ბარზე
  • უჟანგავი ფოლადის ტენი
  • ტენის სიმძლავრე: 2 kW
  • ავზის Blue Silicon ემალირება
  • მაგნეზიუმის ანოდი ავზის დაცვისთვის
  • გადახურებისგან დაცვა
  • გაყინვისგან დაცვა

სამონტაჟო ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებით, ან სხვა საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, შეარჩიოთ Ferroli CALYPSO-ს ჰორიზონტალური ელექტრო წყლის გამაცხელებელი.

დამატებითი ინფორმაცია
მოცულობა

50 ლიტრი

,

80 ლიტრი

,

100 ლიტრი

,

120 ლიტრი

,

150 ლიტრი

ბრენდი

Ferroli

Ferroli-ის შესახებ

იტალიური, გათბობის სისტემების უმსხვილესი მწარმოებელი, კომპანია Ferroli დაარსდა 1955 წელს დანტე ფეროლის მიერ და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია ხარისხიანი, დახვეწილი და მრავალფეროვანი პროდუქციის მქონდე ბრენდად.

კომპანიის მთავარი ოფისი განთავსებულია San Bonifacio-ში იტალიის ქალაქ ვერონას მახლობლად. Ferroli ამჟამად ოპერირებს ევროპის და აზიის 14 ქვეყანაში.