კონდიციონერის შერჩევის სერვისი
₾50,00
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი? კონდიციონერის სწორად შერჩევა საჭიროებს პროფესიონალურ მიდგომას. ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ სერვისს, რომელიც გულისხმობს ტექნიკოსის ვიზიტს, რომლის დროსაც შეფასდება გასაგრილებელი სივრცის პირობები და განისაზღვრება აგრეგატის ოპტიმალური სიმძლავრე, საჭირო მაკომპლექტებლები და კონდიციონერისთვის საუკეთესო სამონტაჟო ადგილი.
კონდიციონერის შეძენის შემთხვევაში, შერჩევის სერვისში გადახდილი თანხა დაკლდება კონდიციონერის ღირებულებას.
კონდიციონერის შერჩევის სერვისი გეხმარებათ, გასაგრილებელი სივრცის პირობების გათვალისწინებით, სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი და მისი მაკომპლექტებლები, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის ეფექტურ და ხანგრძლივ ფუნქციონირებას. ჩვენი რეკომენდაციაა, კონდიციონერის შეძენამდე ისარგებლოთ ამ მომსახურებით, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და დროის დაკარგვა.
წინასწარი შეფასების გარეშე, შესაძლოა, ტექნიკოსის პირველივე ვიზიტზე სამონტაჟო სამუშაოები ვერ განხორციელდეს საჭირო აღჭურვილობისა და ტექნიკის არარსებობის გამო. ეს, თავის მხრივ, იწვევს მონტაჟის ვადის გახანგრძლივებას და დამატებითი ხარჯების გაჩენას.
კონდიციონერის შეძენის შემთხვევაში, შერჩევის სერვისში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან, ქეშბექის სახით.
დაზოგეთ დრო და რესურსები – გამოიყენეთ კონდიციონერის შერჩევის სერვისი და უზრუნველყავით თქვენი სივრცის მაქსიმალური კომფორტი.
მონტაჟი სტანდარტულად ითვლება, თუ:
- გასაყვანი მილების მონაკვეთი არ აღემატება 3 მ-ს და არ საჭიროებს რაიმე სახის შედუღებით სამუშაოებს (მაგ. 90° მოხვევები და ა.შ.)
- გასაბურღი კედლის სისქე არ აღემატება 0,5 მეტრს
- კედელი არის ბლოკის/აგურის და არ არის არმირებული
- არ საჭიროებს ამწე-კალათის გამოყენებას
- დენის წყარო მიყვანილია სამონტაჟო ადგილზე
ნებისმიერი სხვა შემთხვევა განიხილება, როგორც არასტანდარტული მონტაჟის პირობები და მოითხოვს ადგილზე კონსულტაციას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აგრეგატის შეძენის ან მონტაჟისას, კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას აგრეგატის გაუმართავ მუშაობასა და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.