სიახლეები

კომპანია «ქებული კლიმატი» ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

მოხარულები ვართ გაუწყოთ, რომ კომპანია «ქებული კლიმატი» ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა. ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) არის ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს პალატა საქართველოში, რომელშიც გაწევრიანებულია 200-მდე კომპანია. ორგანიზაცია 1998 წელს დაარსდა და მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ - საქართველოს ურთიერთობების, ბიზნეს და კომერციული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში.
AmCham-ი იცავს, მხარს უჭერს და წარმოადგენს მისი წევრი ორგანიზაციების საერთო ეკონომიკურ ინტერესებს და ხელს უწყობს ეკონომიკური საკითხების კონსტრუქციულ გადაწყვეტას. ასოციაცია, ასევე აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან რათა გააუმჯობესოს ბიზნეს რეგულაციები და ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ინვესტორების თანამშრომლობას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული : www.amcham.ge