Gassero მაღალი სიმძლავრის საკონდენსაციო ქვაბი
Gassero-ს კედლის საკონდენსაციო ქვაბები ადაპტირებულია გაზის დაბალი წნევის პირობებში მუშაობისთვის. აღჭურვილია ჩაშენებული LCD მართვის ეკრანით, კოაქსალური საკვამურით და საცირკულაციო ტუმბოთი. შესაძლებელია 16 ქვაბის თანმიმდევრობით კასკადში მუშაობა.
ქვაბების ენერგოეფექტურობის კოეფიციენტია 107.2%.
სიმძლავრე: 42 – 150 kW
ფასისა და მარაგების დასაზუსტებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
კონდენსაციის ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მივიღოთ სითბო განსაკუთრებული ეკონომიური მეთოდით. საკონდენსაციო ქვაბი ბუნებრივი აირის რესურსს იყენებს ისე, რომ საკვამურში გამავალი გამონაბოლქვის ტემპერატურა სტანდარტულ ქვაბთან შედარებით საშუალოდ ორჯერ დაბალია, რაც ნიშნავს, რომ სითბოსათვის აუცილებელ სასარგებლო ენერგიას მაქსიმალურად ართმევს ბუნებრივ აირს. ბუნებრივი აირის წვის დროს გამოიყოფა ორთქლი, რომელიც არასაკონდენსაციო ქვაბების შემთხვევაში საკვამლე მილიდან გაედინება წვის შედეგად გამოყოფილ სხვა აირებთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საკონდენსაციო ქვაბი ნამწვს აცივებს მაქსიმალურად სითბოს ენერგიად გარდაქმნისათვის მასში არსებული ორთქლი ცივდება, კონდენსირდება და სწორედ ამ პროცესის გამო ქვაბს, რომელიც ბუნებრივი აირის წვის დროს გამოყოფილ ტემპერატურას იყენებს მაქსიმალურად ეწოდება საკონდენსაციო.
უპირატესობები:
- მიკროპროცესორული მართვა თვითდიაგნოსტიკის ფუნქციით
- ყინვისგან დაცვის ფუნქცია
- ოთახის თერმოსტატს მორგებული სისტემა მაღალ და დაბალ ტემპერატურულ ზონებში
- გარე სენსორი კლიმატ-კონტროლის უზრუნველსაყოფად
- ცენტრალური მაგისტრალის დამატებითი ცირკულაციის ფუნქცია
- ძირითადი მაგისტრალის მუშაობის რეჟიმის მართვის ფუნქცია
- აუზთან და ჰელიოსისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა
- რენტაბელურია კასკადური სისტემის მოწყობისას
წონა | 34 კგ |
---|---|
ზომები | 39 × 44,6 × 65,4 სმ |
სიმძლავრე (kW) |
42 ,50 ,67 ,115 ,125 ,150 |
ბრენდი |
Gassero |

Gassero დაარსდა 2011 წელს, როგორც ინოვატორი კომპანია გათბობის სისტემების მიმართულებით თურქეთში, პარტნიორების დახმარებით, რომლებსაც 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. კომპანიის პროფილი ითვალისწინებს მაღალი მარგი ქმედების მქონე, გარემოსათვის უსაფრთხო საკონდენსაციო ქვაბებისა და მისი მართვის სისტემების წარმოებას.