დანიური ბრენდი Grundfos 60 წარმატებული წელია, რაც დიდ ბრიტანეთში ხელს უწყობს წყლის გამოწვევების გადაჭრას.
,,გრუნდფოსი’’ გათბობისა და გაგრილების ცირკულაციის ტუმბოების, ასევე სხვა ცენტრიდანული ტუმბოების, წყალმომარაგების, კანალიზაციის და დოზატორი ტუმბოების მწარმოებელი გლობალური ლიდერია, რომელიც მოწინავე, მდგრადი წყლის გადაწვეტილებების მიწოდებით გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებს ენერგიისა და წყლის დაზოგვაში ეხმარება.
▶ დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც დამფუძნებელმა პულ დუე ჯენსენმა თავისი კომპანიის გლობალური გაფართოება დაიწყო.
▶ დღეს, დიდი ბრიტანეთი Grundfos-ის უმსხვილეს გლობალურ ბაზრებს შორისაა.
▶ მნიშვნელოვანი ინვესტიციებითა და მდგრადი გადაწყვეტილებებით წყლისა და კლიმატის გამოწვევებისთვის, Grundfos-ის ერთგულება გაერთიანებული სამეფოს მიმართ რჩება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე- ნათქვამია კომპანიის განაცხადში იუბილესთან დაკავშირებით.
გაერთიანებული სამეფოში Grundfos -ის გაყიდვების კომპანია, 1964 წელს დაარსდა და სულ მალე, წარმატებული ოპერირების საფუძველზე, ტუმბოების გადაწყვეტილებების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი გახდა .
გასული 60 წლის განმავლობაში, ,,გუნდფოსი’’ მუდმივად ახორციელებდა ინვესტიციებს და აფართოებდა თავის ბიზნესს დიდი ბრიტანეთში: 2023 წლის ბოლოს Grundfos-მა ბრიტანული კომპანია Metasphere შეიძინა. Metasphere-ის და მისი ტელემეტრიული და ანალიტიკური გადაწყვეტილებების დამატებით პორტფოლიოში, ,,გრუნდფოსმა’’ მომხმარებლებს შესთავაზა უახლესი აპარატურა და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა კანალიზაციის ქსელის გადინების პროგნოზირებისა და პრევენციისთვის.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დიდ ბრიტანეთში Grundfos-ის წარმატების საფუძველი, მისი მდგრადი სტრატეგიაა, რომელიც მოწოდებულია წყალთან და ენერგიასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად; ასევე მომხმარებლებთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ეფუძნება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მკაფიო ფოკუსირებას. ამასთან დაკავშირებით, გლინ უილიამსი- გაერთიანებული სამეფოში ,,გრუნდფოსის’’ გაყიდვების კომპანიის მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ ლოიალურ მომხმარებელთა ბაზა- ეს არის როგორც კომპანიის წამყვანი გადაწყვეტილებების, ასევე გამორჩეული სერვისის დასტური.
საინეტერესოა, ასევე Grundfos-ის აღმასრულებელი დირექტორის, პულ დუე ჯენსენის კომენტარი, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში კომპანიის წარმატების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაუზიარა საზოგადოებას:
”60 წლის იუბილე დიდ ბრიტანეთში არის ჩვენი ურყევი ერთგულების დღესასწაული ხალხის, მდგრადობისა და ინოვაციებისადმი. ყოველდღიურად, ოპტიმისტური, საქმის კეთების სულისკვეთებით, ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ წყლისთვის, ვიცავთ, პატივს ვცემთ და ვაუმჯობესებთ მის ნაკადს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან ერთად. კლიმატსა და წყალზე ფოკუსირებული მიდგომით, ჩვენ ადაპტირებულნი ვართ ცვლილებებთან და ვქმნით უფრო ნათელ, უფრო მდგრად მომავალს ყველასთვის.”
აღსანიშნავია, რომ Grundfos-ის ჯგუფი წარმოდგენილია 80-ზე მეტი კომპანიის სახით 55 ქვეყანაში. გარდა ამისა, კომპანიის პროდუქცია წარმატებით იყიდება, სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივი დისტრიბუტორების მიერ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა დანიშნულებისთვისაა ტუმბო საჭირო ,,გრუნფოსი’’ თავის 70 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გადაწყვეტას.
წყარო: https://www.grundfos.com/media/latest-news/grundfos-marks-60-successful-years-in-the-uk-with-renewed-focus
კომპანია Grundfos დიდ ბრიტანეთში 60 წლის იუბილეს აღნიშნავს
ბმულის გაზიარება: