,,ქებული კლიმატში'' წყლის მოვლისა და ფილტრაციის ლიდერი იტალიური ბრენდის Atlas Filtri-ის პროდუქციის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
კომპანიის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ ბრენდის წარმომადგენლების დახმარებით გაეღრმავებინათ ცოდნა და უკეთ გაცნობდნენ საყოფაცხოვრებო ფილტრაციის სისტემებს, რომელთა დამსახურებითაც Atlas Filtri დარგის გლობალური ლიდერია.
ტრენინგზე განხილული იყო ასევე ინდივიდუალური შემთხვევები- სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა ფილტრაციის სისტემების ეფექტურობის შესახებ.
Atlas Filtri -ს ისტორია იწყება სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობასა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ინოვაციური გადაწყვეტილებებით. გამოირჩევა:
წყლის დამუშავების უნიკალური ტექნოლოგიებით Made in Italy ტრადიციის შესაბამისად;
პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების და ხარისხის ევროპულ სტანდარტებს;
განახლებადი და თანამედროვე დიზაინის გადაწყვეტილებებით;
წარმოებისა და გლობალური განაწილების ეფექტური ქსელი მსოფლიოს 90 ქვეყანაში;
აღსანიშნავია რომ იტალიური ხარისხის და საიმედოობის სიმბოლო წყლის ფილტრაციის ტექნოლოგიებში, საქართველოში წარმოდგენილია ექსკლუზიურად, მხოლოდ ,,ქებული კლიმატში''.
ჩვენს ფილიალებში ხელმისაწვდომია Atlas Filtri -ს პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი სხვადასხვა დანიშნულებით, როგორიცაა საყოფაცხოვრებო, კომერციული, თუ სამრეწველო.
წყლის ფილტრაციის იტალიური ბრენდის Atlas Filtri-ის ტრენინგი
ბმულის გაზიარება: