პრაქტიკული რჩევები «ქებული კლიმატისგან»
პრაქტიკული რჩევები გათბობის სისტემებთან დაკავშირებით
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში 60 წლამდე ცოლ-ქმრის დიალოგს შევესწარი. დიდხანს კამათობდნენ, ბუნებრივ აირზე მომუშავე რომელ გამათბობლის მოდელზე გაეკეთებინათ არჩევანი. საბოოლოოდ ერთ-ერთი ფირმის პროდუქტზე შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ გათბობის სისტემას, ელიავას ბაზრობიდან წამოყვანილ სპეციალისტს დაამონტაჟებინებდნენ. თამარ მეფის გამზირზე, გაჩერებაზე ჩასვლამდე კი შარშანდელი შემთხვევაც გაიხსენეს, თუ როგორ გადაურჩნენ სასაწაულებრივად სიკვდილს მათი მეზობლები, გამათბობლიდან გამოჟონილი ნამწვით…
შემოდგომის თბილ დღეებს მალე მკაცრი სიცივე ჩაანაცვლებს. ჩვენი თანამოქალაქეების ერთ-ერთი საზრუნავი კი მოახლოებული ზამთარი და ოჯახებში უსაფრთხო და კომფორტული კლიმატური პირობების შექმნაა. ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას ხშირად დაბალფასიან და უხარისხო გამათბობლებზე უწევს არჩევანის შეჩერება. კუსტარულად დამონატაჟებული გამათბობლები კი ხშირ შემთხვევაში ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების მიზეზი ხდება. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის 2014 წლის მონაცემებით, გასულ წელს გაზის გაჟონვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, CO-თი ინტოქსიკაციის შემთხვევა კი 24-ჯერ დაფიქსირდა. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გამათბობლის შეძენისას, როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და როგორი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატი სახლის პირობებში? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, კომპანია მივმართეთ, რომელიც საქართველოში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.
კომპანია «ქებული კლიმატის» (ყოფილი „თერმარსენალის“) წარმომადგენელი გურამ მაისურაძე
-აღნიშნული თემა წელიწადის ამ სეზონზე მეტად აქტუალურია. უპირველესად, დავიწყოთ თუ როგორი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატი სახლში. მოგახსენებთ, რომ საძინებელში, სამზარეულოში ან სულაც მისაღებში ერთნაირი ტემპერატურა არ არის რეკომენდირებული. იმისათვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, არ გავცივდეთ, გვქონდეს ჯანმრთელი ძილი, თითქმის ყველა ოთახში სხვადასხვა კლიმატია საჭირო. ბინებში, სახლებში თუ ოფისებში მიკროკლიმატის პროექტირებისას და დანადგარების სიმძლავრის გამოანგარიშებისას ჩვენს კომპანიაში ხელმძღვანელობენ ევროპული ნორმებით, რომელიც თანამედროვე კვლევებზეა დაფუძვნებული. მაგალითისთვის, საბინაო ექსპერტის, რიჩარდ მურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით (Thermal comfort and control, Richard Moore) საერთო ოთახისთვის რეკომენდირებულია ტემპერატურა 21C°, საძინებელში 18C° , გაციების თავიდან ასაცილებლად არც ერთ ოთახში არ უნდა იყოს 16C° ნაკლები, თუ 2 საათზე მეტი გავჩერდებით ოთახში სადაც ტემპერატურა 12C°-ია, გაიზრდება წნევის აწევის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ამ სტანდარტებზე უფრო მაღალი ტემპერატურებიც არ არის სასურველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც ირღვევა ადამიანის სხეულის და საცხოვრებლის გარემოს სითბური ბალანსი. საბედნიეროდ, თანამედროვე გათბობის სისტემები უკვე იძლევიან საშუალებას, მომხმარებელმა საჭიროებისამებრ დააბალანსოს და აკონტროლოს კლიმატი თითოეულ ოთახში.
-ანუ ცენტრალურ გათბობას გულისხმობთ?
დიახ. სასურველია მომხმარებელმა არჩევანი ცენტრალურ სისტემაზე გააკეთოს. ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელი სიცივის პრობლემის შედარებით იაფი და დროებითი გადაწყვეტაა, მათი გამოყენებით სითბო მხოლოდ ერთ ოთახში, უშუალოდ გამათბობლის სიახლოვეშია კონცენტრირებული, კომფორტული ტემპერატურის კონტროლი და რეგულირება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ოთახში ჰაერი ძალიან შრება, რაც იწვევს წიგნების, ავეჯის, ტანსაცმელის, ტყავის და ხალიჩების დაზიანებას, ხოლო ადამიანს, რომელიც ხშირად იმყოფება ოთახში სადაც ჰაერი ნორმაზე მეტად მშრალია, შეიძლება განუვითარდეს უჟანგბადობა.
არა ერთი წელია ვაკვირდებით ჩვენი ბაზრის თავისებურებებს და შემჩნეული გვაქვს ტენდენცია, როცა მომხმარებლებს, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ოთახის გამათბობელი, რამოდენიმე წელიწადში აღარ აკმაყოფილებთ შედეგი და თავისივე გამოცდილებიდან გამომდინარე, საცხოვრებლის კომფორტის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნები უჩნდებათ. ხშირად გვიდგას ამოცანა ოთახის გამათბობლის მოხსნისა და მის მაგივრად გათბობის სრულყოფილი სისტემის დაყენებისა.
ოთახის გამათბობლის მონტაჟის შემდეგ, დამატებითი ხარჯია სამზარეულოსა და აბაზანაში წყლის გამაცხელებლის დაყენებაც. გამაცხელებლის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ რომელ ჰაერს მოიხმარს ის მუშაობის დროს. ზოგიერთი მოდელი იყენებს ოთახის ჰაერს და წვავს სახლში არსებულ ჟანგბადს, რომლის ნაკლებობაც ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ ნამწვი გარეთ უნდა გაედინებოდეს, ის პრაქტიკულად ოთახშივე ბრუნდება, თუ საკვამური არასწორად არის დამონტაჟებული.
ცენტრალური გათბობის სისტემის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია არამარტო შევქმნათ ყველა ოთახში სასურველი ტემპერატურა, არამედ გათბობასთან ერთად, ვისარგებლოთ ცხელი წყლით დამატებითი ტექნიკის შეძენის გარეშე. ამ სისტემის დაყენებისას ყველა ოთახში ცალ-ცალკე მონტაჟდება სითბოს გამცემი რადიატორი, შესაბამისად შესაძლებელია კლიმატი ოთახების დანიშნულების მიხედვით განვსაზღვროთ. ხოლო იმისთვის, რომ ტემპერატურა ოთახებში არ იყოს დამოკიდებული ამინდზე და რეგულირდებოდეს ავტომატურად, შესაძლებელია რადიატორებზე თერმოსტატიკული სარქველების გამოყენება, რომელიც სუსხიან ამინდში ტემპერატურას უმატებს რადიატორს და ინარჩუნებს კომფორტულ მიკროკლიმატს ოთახებში. ამრიგად, ცენტრალური გათბობის სისტემა ყველაზე უსაფრთხო, სუფთა, კომფორტული და ამავდროულად ეკონომიური გადაწყვეტილებაა ყველა ოჯახისთვის.
– ეკონომიურიაო ამბობთ, რამდენად ხელმისაწვდომია ცენტრალური გათბობის სისტემა საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის?
– ჩვენი კომპანიის გამოცდილებიდან გეტყვით. 2005 წლიდან ქართულ ბაზარზე ვმუშაობთ, სახელწოდება შარშან შევიცვალეთ. მანამდე კომპანიას «თერმარსენალი» ერქვა. თუ გადავხედავთ ჩვენსავე 10 წლიან სტატისტიკურ მონაცემებს, ადრინდელთან შედარებით ცენტრალური გათბობის სისტემაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ცენტრალური გათბობა აღიქმებოდა, როგორც მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის განკუთვნილი ფუფუნება, ახლა კი ასე აღარ არის. «ქებულ კლიმატში» ფასები ნამდვილად ხელმისაწვდომია სხვა და სხვა შემოსავლის მქონე ოჯახისთვის. ამას ასევე ხელს უწყობს უპროცენტო განვადების შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ოფიციალურად წარმოვადგენთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღიარებულ ბრენდ BOSCH-ს, რომელსაც გათბობის ტექნიკის შექმნაში უკვე 117 წლიანი გამოცდილება აქვს. BOSCH-ის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წელს გამოვიდა ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლის ახალი ქვაბი. ეს არის BOSCH-ის გამოცდილების და თანამედროვე ტექნოლოგიების ხორცშერწყმა. ის გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, იკავებს მცირე ადგილს, არის უხმაურო და აღჭურვილია ციფრული მართვის პანელით, რაც ამარტივებს მის მოხმარებას და უმატებს სიზუსტეს ტემპერატურული რეჟიმების შექმნაში.
ქვაბი არის ცენტრალური გათბობის სისტემის ძირითადი ელემენტი და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი, როგორც ხარისხის, ასევე, მახასიათებლების გათვალისწინება. საბოლოოდ ყველაფერი ეს გამოიხატება მის ექსპლუატაციის ხანგრძლივობაში და ენერგოეფექტურობაში. BOSCH-ის ახალ ქვაბს ნამწვი აირების ვენტილატორიც კი არის მოდულირებადი, რაც მიუთითებს მისი ენერგოეფექტურობის მაღალ კლასზე. ის ოპტიმალურად ერგება გათბობის სისტემის თვისებებს და ყოველთვის უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მაქსიმალურ ეკონომიას – ეს კი ნიშნავს კომუნალური გადასახადების შემცირებას და ეკოლოგიურობას. აღსანიშნავია ასევე, რომ მისი ღირებულება არ აღემატება შედარებით ძველი თაობის ქვაბების ღირებულებას.
დამატებით გეტყვით, რომ BOSCH-ის პროდუქცია ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისთვის, რაც ნიშნავს მის საიმედო მუშაობას დენის ცვალებადობის და ბუნებრივი აირის წნევის ვარდნის შემთხვევაშიც. ასევე, «ქებულ კლიმატში» პროდუქციაზე მოქმედებს სამ წლიანი გარანტია და 24 საათიანი საგარანტიო მომსახურება, რაც დამატებით გამორიცხავს სითბოს თუ ცხელი წყლის გარეშე დარჩენას.
უფრო დეტალურად, მაინც რა ჯდება ცენტრალური გათბობის სისტემის დაყენება?
-გავმეორდები, რომ ფასები საკმაოდ მისაღებია სხვა და სხვა შემოსავლის მქონე ოჯახისათვის. გვეამაყება, რომ საქართველოს მასშტაბით სასტუმროების, საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების, კომუნალური სამსახურების, სამედიცინო და საწარმოო ობიექტების დიდი ნაწილი ჩვენი პროდუქციითა და მომსახურებით სარგებლობს. ორიენტირებული ვართ, როგორც საცალო მომხმარებელზე, ისე მსხვილ შემკვეთებზე. ფასებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ „BOSCH“-ის ინოვაციური ქვაბი 1599 ლარი ღირს. ხოლო 100 კვ მ ფართის გათბობის სისტემა ოჯახს საშუალოდ 2500-3000 ლარი დაუჯდება. ცალკე ითვლება მონტაჟის ღირებულება. გასათვალისწინებელია, რომ სწორად შერჩეული/დამონტაჟებული სისტემის შემთხვევაში 100 კვადრატული ბინის კომუნალური ხარჯი ყველაზე ცივ თვეებში 150 ლარი, ხოლო თბილ თვეებში – ცხელი წყლის გამოყენების ხარჯზე საორიენტაციოდ 40 ლარამდე იქნება. ასევე მომხმარებელს «ქებულ კლიმატში» ნებისმიერი პროდუქციის შეძენა შეუძლია მისთვის ხელსაყრელი განვადებითა თუ სესხით. საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ მუდამ ვზრუნავთ, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მისი შეძენის მსურველებისათვის. BOSCH-ის ქვაბის მაღალი ენერგოეფექტურობის გამო ის შეყვანილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემუშავებულ ენერგოკრედიტის პროგრამაში, რაც გულისხმობს ენერგოეფექტური დანადგარების გავრცელების ხელშეწყობას. ამ პროგრამით, მომხმარებელს, რომელიც BOSCH-ის ქვაბის შეძენისას ისარგებლებს განვადებით, გადახდილი თანხის 10 % უკან უბრუნდება.
-დამატებითი ინფორმაციის და რჩევებისთვის სად შეიძლება მოგმართოთ მომხმარებლებმა?
-გვაქვს 4 ფილიალი თბილისში და 7 რეგიონში: რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. დაგვირეკეთ ჩვენს ცენტრალურ ნომერზე 202 22 22 ან მოგვწერეთ ჩვენი საიტის: www.qebuli.ge-ს ონლაინ-ხაზზე. ასევე, ჩვენს საიტზე განთავსებულია რეგიონალური ფილიალების მისამართები და საკონტაქტო ნომრები. «ქებული კლიმატის» კომპენტენტური სპეციალისტები ნებისმიერ დროს მზად ვართ თქვენს ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. დარწმუნებული ვართ იმაშიც, რომ BOSCH-ის პროდუქციის დაბალი ენერგომოხმარების (გაზი, დენი), საიმედოობის და ექსპლუატაციის ხანგრძლივობის გამო BOSCH-ის ტექნიკის შემძენი ყოველთვის მოგებული რჩება!