ეფექტურობა – Ferroli-ს მისია!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუფთა გარემოში
მომავლის ენერგოსისტემების როლი მკაფიოდაა განსაზღვრული - საწვავად გამოიყენებოდეს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მატარებლები, რომლებიც გარემოს არ დააბინძურებენ. ამ მიზნების მისაღწევად "მწვანე გაზების ექსპერიმენტებში" გამოიყენება წყალბად-მეთანის ნარევები.
გარემოზე დაბალი ზემოქმედების მქონე წყაროებიდან (ფოტო-ელექტრო გარდამქნელებიდან, ქარის და ბიომასის ელექტროსადგურებიდან) ნაწარმოები და საწვავად გამოყენებული წყალბადი ამცირებს გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფას.
რეალური შესაძლებლობა...
მეცნიერული კვლევები, ამ კვლევებში განხორციელებული კერძო და ინსტიტუციონალური ინვესტიციები, ხელს უწყობს "წყალბადის ეკონომიკის" განვითარებას. აღნიშნული კვლევები, რომლებიც ასევე მოიცავენ კვლევებს წყალბად-მეთანის ნარევების ტრანსპორტირებისა და განაწილების შესაძლებლობების შესახებ, სამომავლოდ დიდი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია.
შესაძლებლობის პრაქტიკული გამოყენება
ასეთი შესაძლებლობების გამოსაყენებლად დასახვეწია ტექნიკური და უსაფრთხოების პარამეტრები. გასათვალისწინებელია საკონდენსაციო ქვაბის სამუშაო პარამეტრები და ინსტალაციის ადგილი.
ამ საკითხების გადასაწყვეტად Ferroli და ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Eindhoven) გაერთიანდნენ ახალი ქვაბის შესამუშავებლად, რომელიც საწვავად წყალბად-მეთანის ნარევს გამოიყენებს. Ferroli საკონდენსაციო ქვაბების წარმოებაში, ხოლო ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტი წვის პროცესების სიმულაციური მოდელების შემუშავებაში მსოფლიო ლიდერია.
მომავალი შემუშავების სტადიაშია.
პროექტის მიზანია თეორიული გათვლების, სიმულაციების და რეალური საკვლევი ექსპერიმენტების წყალობით მეთან-წყალბადის ნარევზე მომუშავე ახალი ტიბის ქვაბის შემუშავება. განისაზღვრება უმნიშვნელოვანესი პარამეტრები: გარემოს დაბინძურების მაჩვენებლები და მოწყობილობის სამუშაო დიაპაზონი.
წყალბადის საწვავად ფართობმასშტაბიან გამოყენებამდე სხვადასხვა გადასალახი კრიტიკული ასპექტების მიუხედევად, დასახული მიზნებიდან მოსალოდნელი სარგებელი ერთი-ორად აჭარბებს არსებულ გამოწვევებს.
ამ გამოწვევების სამომავლოდ გადადება მიუღებელია, რადგან უმნიშვნელოვანესია ენერგოეფექტური სისტემების განვითარება. სათადარიგო დედამიწა არ გაგავაჩნია!
თვალყური გვადევნეთ: ყველა ჩვენგანის უსაფრთხო მომავლისთვის ვმუშაობთ.
წყარო: Ferroli