კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია “ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

· პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის მონიტორინგი;

· ERP სისტემაში განხორციელებული ტრანზაქციების კონტროლი;

· მიღებული/გაცემული პროდუქციის რაოდენობების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში;

· ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

· საწყობში სასაქონლო მარაგების მიღებისა და გაცემის დოკუმენტაციის წარმოება და მკაცრი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;

· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

· კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;

· 1C პროგრამის ცოდნა (სასურველია)

საჭირო უნარ-ჩვევები:

· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

· დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

· ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გისურვებთ წარმატებებს!