კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის დამხმარეს პოზიციაზე ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის დანადგარების მუშაობის დიაგნოსტირებასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების დროს ტექნიკოსის დახმარება;
  • სამუშაო პროცედურების, ტექნიკის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!