გაყიდვების სპეციალისტი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  • კლიენტისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა და მომსახურება;
  • კლიენტების ბაზის განვითარება;
  • არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განათლებით);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge 

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!