საცალო გაყიდვების სპეციალისტი (ქ. რუსთავი)

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიებს საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  • კლიენტისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა და მომსახურება;
  • შემოსული კლიენტების კლასიფიკაცია და შესაბამის პირთან გადამისამართება საჭიროების შემთხვევაში;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.
პირობები:
  • გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 600 ლარი. შემდეგ - 800 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!