მოლარე-ოპერატორი
კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.
კომპანია “ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
Სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული, კვირაში 4 სამუშაო დღე.
- მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიაკციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C -ში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
- 1C პროგრამაში მუშაობის შესწავლას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე /CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591512374
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "ქებული კლიმატი" -ს მიერ საქრთველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.