კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია “ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  დაქვემდებარებული კატეგორიის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა;  
  • ბაზრის შესწავლა/ანალიზი; 
  • კატეგორიის განვითარებისთვის პროექტების დაგეგმვა, მართვა და შეფასება; 
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება; 
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება; 
  • დაქვემდებარებული  პროდუქციის  შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების ანალიზი.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
  • შესყიდვების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!