კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
  • ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  ავტომობილის მართვის მოწმობა - BE CE კატეგორია.
საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!