კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი (ქ. ბათუმი)

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტების ბაზის განვითარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
  • არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განათლებით);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გისურვებთ წარმატებას!