კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის  პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის პროგრამა 1C-ში დაფიქსირება;
  • ზედნადების საფუძველძე შემოსავლის ორდერის გაკეთება და საქონლის გადაადგილება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • შემოსული პროდუქციის რაოდენობის თანმდევ დოკუმენტებთან შედარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება:

საჭირო უნარ-ჩვევები: 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა:

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!