საცალო გაყიდვების სპეციალისტი

კომპანია «ქებული კლიმატი» გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ. 

კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: ( ქ. ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი, გორი. )

ძირითადი მოვალეობები:

●  პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;

●  მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.

●  გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

●  უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)

●  გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

●  კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;

●   უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

●  გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;

●  დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

●  ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;

●  ტექნიკური საკითხების სწრაფად შესწავლის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!